შს მინისტრი: ბორჯომის ტყეში, თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება
21-08-2017, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება, თუ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას მისცემს მეხანძრეებს.

 

 

„საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ჩვენ ადგილობრივ სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ჩვენი თანმშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, საკმაოდ რთული მდებარეობის და რელიეფის მიუხედავად. ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი, რომელიც ჩადგა, აღარ არის და თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყეს ხანძარი გუშინ გაუჩნდა. 

 

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი