ამერიკამ და სამხრეთ კორეამ 67,500 სამხედროს მონაწილეობით წვრთნები წამოიწყეს, ფხენიანმა კი „ბირთვული ომის უკონტროლო ფაზის“ შესახებ გამაფრთხილებლად განაცხადა
21-08-2017, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ, რაც მუდმივად ფხენიანის გააფთრებას იწვევს.

 


ჩრდილოეთ კორეამ უკვე დაგმო აღნიშნული წვრთნები და მას „ცეცხლის ნავთზე“ დასხმა უწოდა. გასულ კვირას კი ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ტერიტორიის, კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გეგმას აჩერებდა, მაგრამ დასძინა, რომ იგი დააკვირდებოდა აშშ-ის ქმედებებს.

 


ვაშინგტონი წვრთნებს აღწერს, როგორც ბუნებით თავდაცვით ქმედებას, მაგრამ ფხენიანი მას დაპყრობის მზადებად მიიჩნევს.

 


ივლისში, ჩინეთმა და რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდების გაყინვის სანაცვლოდ, სამხედრო წვრთნების შეჩერების წინადადება წარმოადგინეს, თუმცა უშედეგოდ.

 


როგორც შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა გასულ კვირას განაცხადა, სამხედრო წვრთნები „ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდასთან არც ერთი დონეზე არ განიხილებოდა“ და წვრთნები გეგმის მიხედვით წარიმართებოდა.

 

 

 


BBC-ის ცნობით, წვრთნებში 17,500 ამერიკელი და 50,000 სამხრეთ კორეელი სამხედროა ჩართული და ის 10 დღეს გაგრძელდება.

 


მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში „ცეცხლის და მახვილის“ შეტანის მუქარის განცხადება გააკეთა და ფხენიანი გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვებით დაიმუქრა, ანალიტიკოსებმა გააფრთხილეს ვაშინგტონი, რომ ამგვარ მგრძნობიარე დროებაში, ერთობლივი წვრთნები შესაძლოა პროვოკაციად იქნეს აღქმული.

 


კვირას, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა სამთავრობო გაზეთმა „როდონგ სინმუნმა“ სარედაქციო წერილში აღნიშნა, რომ წვრთნები გააუარესებს მდგომარეობას ნახევარკუნძულზე და გამაფრთხილებლად განაცხადა „ბირთვული ომის უკონტროლო ფაზის“ შესახებ.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ორშაბათს ფხენიანის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ჩრდილოეთმა არ უნდა გამოიყენოს წვრთნები„ სიტუაციის გაუარესების საბაბად“.

 

 

 


წვრთნებს წინააღმდეგობა ახლავს თვით სამხრეთ კორეაშიც, სადაც ორშაბათს საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი