ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს
21-08-2017, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი 22 წლის იოუნს აბოუიაყუბია. მასზე ძებნის ოპერაცია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით გრძელდებოდა, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი ესპანეთში, სან-სადურნი-დანოიაში, ბარსელონას პროვინციაში დააკავეს. 

 

 

ცოტა ხნის წინა ასევე ცნობილი გახდა, რომ კატალონიის პოლიციამ ბარსელონას პროვინციაში, დასახლებულ პუნქტ სუბირატსში მამაკაცი ჩაცხრილა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.

 


ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ Cadena Ser-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

რადიოსადგურის ცნობით, პოლიციამ სუბირატსის რაიონში, 243-ე ავტომაგისტრალის მე-16 კილომეტრზე, მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. მამაკაცი სპეცოპერაციის ფარგლებში იქნა ლიკვიდირებული.

 

 

როგორც გამოცემა „პაისი“ იტყობინება, მოკლული მამაკაცი ბარსელონას ტერაქტის განმახორციელებელს „ჰგავს“. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება.

 

 

 

 

 


ესპანეთის ხელისუფლება მანამდე არ გამორიცხავდდა იმის შესაძლებლობას, რომ თავდამსხმელი საზღვრის გავლით საფრანგეთში გამგზავრებულიყო.

 


ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის დღეს, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ ტოვებს ფეხით შემთხვევის ადგილს თავდამსხმელი.

 


გაზეთ EL Pais-ში გამოქვეყნებულ სამ ფოტოში ნაჩვენებია, როგორ შედის მზის სათვალეებით თავდამსხმელი მარკეტში მაშინ, როდესაც ხალხი „ლას რამბლასს“ ტოვებს.

 


პოლიციის თქმით, შესაძლოა თავდამსხმელმა ინციდენტიდან 90 წუთის შემდეგ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ესპანელ მამაკაცს, 34 წლის პაუ პერეზს, რომელიც მისი ავტომანქანის სავარძელში იპოვეს გარდაცვლილი და რომელიც პოლიციამ ტერაქტების მე-15 მსხვერპლად გამოაცხადა.

 


13 ადამიანი შეეწირა სამშაბათს, „ლას რამბლასში“ მაროკოელი აბოუიაყუბის მიერ ხალხის მასაში ფურგონით შევარდნას. ინციდენტიდან რამდენიმე საათში კამბრილში მომხდარი თავდასხმისას კი კიდევ ერთი ქალბატონი დაიღუპა. მეორე თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ ხუთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა.

 


კვირას, კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ლუის ტრაპერომ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობა 13-მა ადამიანმა მიიღო. მათგან ერთ-ერთი მაროკოელი აბოუიაყუბია - დანარჩენი ოთხი თავდამსხმელი მანამდე დააპატიმრეს, ხუთი კი კამბრილში პოლიციამ მოკლა.

 


საფრანგეთის მედია იუწყება, რომ კამბრილში გამოყენებული ავტომანქანა გასულ კვირას სიჩქარის კამერებმა საფრანგეთში, ესონის რეგიონში დააფიქსირეს. თუმცა, პირდაპირი კავშირი ესპანეთის თავდამსხმელთა ჯგუფსა და საფრანგეთში ავტომობილის გამოჩენას შორის ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

 


ახლახან გაირკვა, რომ იმამს, რომელიც რიპოლში ცხოვრობდა და საიდანაც აბოუიაყუბი და სხვა ეჭვმიტანილებიც არიან, ექსტრემისტი ახალგაზრდების შეკრებაში ადანაშაულებენ.

 


გარდაცვლილი ეჭვმიტანილების ოჯახების წევრებმა განაცხადეს, რომ იმამმა აბდელბაკი ეს სატიმ რამდენიმე ახალგაზრდა აქცია რადიკალისტად თავიანთ მშობლიურ ქალაქ რიპოლში, რომელიც ბარსელონას ჩრდილოეთით მდებარეობს.

 


BBC-ს ევროპის რეპორტიორმა, გევინ ლიმ განაცხადა, რომ იმამი სატი მიჩნეულია შესაძლო ექსტრემისტული ჯგუფის მთავარ ორგანიზატორად.

 


ძიება იმამ სატიზე დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სატი ოთხშაბათ საღამოს ალკანარში მომხდარი აფეთქების მსხვერპლი გამხდარიყო.

 


ეს აფეთქება გასული კვირის ოთხშაბათს, ბარსელონას ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, ტერორისტების კერძო სახლში, პატარა ქალაქ ალკანარში ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოებამ გამოიწვია, რამაც ტერორისტებს გეგმები შეაცვლევინა.

 


ესპანური პოლიციის განცხადებით, მძლავრ ტერორისტული ქსელს, რომელმაც გასულ კვირას ესპანეთში ორი თავდასხმა განახორციელა, 120 გაზის ბალონი ჰქონდა შეგროვებული და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავდასხმებში გამოყენებას გეგმავდა.

 


ესპანური მედიის თქმით, იმამი სატი გარკვეული ხნით ციხეში იჯდა, სადაც 2004 წლის მადრიდის მატარებლების ტერორისტულ აფეთქებებში ჩართული ან მასთან კავშირში მყოფი პატიმრები გაიცნო. ამ თავდასხმებს 191 ადამიანი ემსხვერპლა.

 


გასულ წელს იგი ასევე სამი თვით იმყოფებოდა ბელგიაში, სადაც სამსახურს ეძებდა.

 


მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების ეს ჯგუფი პირდაპირ იმყოფებოდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, თუ უბრალოდ მისგან იყვნენ შთაგონებულნი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი