აშშ-ში Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე სექსუალური აქტის გამო წყვილი პოლიციამ ავიალაინერის დაშვებისთანავე დაკითხა, მაგრამ ბრალი არ წაუყენებია
21-08-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე სექსუალური აქტის გამო ავიალაინერის დაშვების შემდეგ წყვილი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დაკითხეს, მაგრამ ბრალდება არ წაუყენებიათ. ავიახაზებმა“ International Business Times“-ს უთხრა, რომ ინციდენტს ადგილი შაბათს, ატლანტადან ლას ვეგასისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჰქონდა. ავიახაზებმა ბორტზე მყოფ სხვა მგზავრებს ბოდიში მოუხადა.

 


„შაბათს, ორი მგზავრი, რომელიც Southwest-ის თვითმფრინავით ატლანტადან ლას ვეგასში მიფრინავდა, შეუფერებელ აქტივობაში იყო ჩართული. ჩვენმა ეკიპაჟმა გაიგო აღნიშნული სიტუაციის შესახებ და მიუახლოვდა მგზავრებს, რომ უადგილო ქცევის გამო პასუხი მოეთხოვა. მდგომარეობა დაიძაბა და ეკიპაჟი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა, რათა დახვედროდა თვითმფრინავს“, უთხრა Southwest Airlines-მა ელექტრონული წერილის მეშვეობით International Business Times“-ს.

 


ორ ინდივიდს, რომელთა იდენტიფიცირებაც მედიას არ მოუხდენია, გავრცელებული ცნობით, უთხრეს, რომ შეეწყვიტათ ბორტზე სექსუალური აქტივობა, მაგრამ მათ განაგრძეს ის. მალევე, როგორც კი თვითმფრინავი შაბათ დილით, დაახლოებით 8:00 საათზე ლას ვეგასში დაეშვა, წყვილი ქალაქის პოლიციამ დაკითხა.

 


„ლას ვეგასში ჩაფრენისთანავე, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა [სექსუალურ აქტივობაში] ჩართული მგზავრები დაკითხა. Southwest-ი ამგვარი ტიპის ქცევას უპატიებლად მიიჩნევს, პასუხისმგებლობისაგან თავს არ იხსნის და ბოდიშს უხდის ბორტზე მყოფ სხვა მგზავრებს, რომლებიც პოტენციურად ყურადღება მიპყრობილნი აღმოჩნდნენ ამ აქტივობისადმი“, განაცხადა ავიახაზებმა.

 


წყვილი არ დაუპატიმრებიათ და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ეპიზოდი ახლა ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში ჩადენილი დანაშაულობების გამოძიებაზე.

 


„არავის, თვითმფრინავზე, არ უნდოდა ბრალდების წაყენება მომხდარიყო, განაცხადა ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის სამეთვალყურეო მეთაურმა, ლეიტენანტმა ჯონ ლიბერთიმ. „ფრენის ეკიპაჟმა დატოვა [წყვილი] და სასარჩელო განცხადებაც კი არ წარმოუდგენია, ასე რომ ჩვენ არაფერი მოგვეთხოვება, რომ მათდამი ბრალდების წაყენება მოვახდინოთ. ისინი იდენტიფიცირებულ იქნენ და ყველა ინფორმაცია FBI-ს გადაეგზავნება.

 


„გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისინი ჩართული იყვნენ [სექსუალურ აქტივობაში] ფრენისას და სთხოვეს, რომ შეეწყვიტათ ის, მაგრამ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს თავიანთი თავის გაკონტროლება“, განუცხადა KSNV-ს მაკკარანის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა მაიკლ ორამმა.

 


მიმდინარე წლის დასაწყისში მსგავს აქტივობაში ჩართული ორი ზრდასრული ადამიანის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო. ინციდენტი მანჩესტერიდან იბიცაზე მიმავალი „Ryanair“-ის თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ვიდეოში ჩანს ფეხებგაფარჩხული ქალი და მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით გაამჟღავნა, რომ ქალი მისთვის უცნობი იყო და იმავე დღეს ჰყავდა გაცნობილი. ქალმა კი მას შემდეგ, რაც ინციდენტის ამსახველმა ვიდეომ სოციალური მედია დაიპყრო, განაცხადა, რომ აღნიშნულმა შემთხვევამ იგი „მკვდარი“ დატოვა. იმ დროს ავიახაზებმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი