ბორჯომის ხეობაში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე 3-კილომეტრიანი გზა გაიჭრა
22-08-2017, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე 3-კილომეტრიანი გზა გაიჭრა,  რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. 

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

 

 

ბორჯომის რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის გამავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა 300 -ზე მეტი მეხანძრე, 120 მეტყევე, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. გაიჭრა დამატებით 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობს 3 ვერტმფრენი. რამდენიმე საათში სამაშველო სამუშაოებს თურქეთის რესპუბლიკიდან დამატებითი ვერტმფრენი შემოუერთდება.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება. შტაბი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

 


შეგახსნებთ, რომ ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

 


ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები) და ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად.

 


რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების კვალიფიციური და დროული ქმედების, ასევე მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა საფრთხის შერბილება და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ცეცხლის კერამდე აყვანა.

 


ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ.

 


ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

 


აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი