ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი: ბორჯომის ტყეში, მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად
22-08-2017, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.

 

 

„მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. სამი ვერტმფრენი მუშაობს - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება. ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად”, აცხადებს თორნიკე გვაზავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი