გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო
22-08-2017, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

 

 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო.

 

 

„აალება ისეთი ძლიერი არ არის, ადგილ-ადგილ შესაძლებელია რომ იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. მუშაობს სპეც-ტექნიკა, რომელმაც 3 კილომეტრი გზა გაჭრა ტყეში იმისთვის, რომ სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს.  ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე შეიძლება იყოს - ეს არის დამოკიდებული ასე ვთქვათ ბუნებაზე და კლიმატურ პირობებზე. გამთენიისას, თურქეთის სახანძრო ვერტმფრენები უნდა გამოფრენილიყო, მას შეუშალა ხელი კლიმატურმა პირობებმა - უამინდობამ, მაგრამ ისინი, მიუხედავად ამისა, ცოტა მოგვიანებით გამოფრინდნენ, ისინი უკვე ჰაერში არიან, რამოდენიმე საათში იქნებიან ბათუმში, შემდეგ უკვე  შემთხვევის ადგილზე შემოუერთიდებიან ჩვენს ავიაციას“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი