გიორგი მარგველაშვილი: ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას, თუ სულისკვეთება იქნება ასე რომ - ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ
22-08-2017, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება სულისკვეთება „ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ“, ქვეყანა მოქმედ კონსტიტუციას ვერ მიიღებს.

 

 

პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც „ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტი" პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, პოლიტიკური პროცესი სრულ ჩიხში შევიდა.

 

 

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს და ამავე დროს, აკვირდება პროცესს.

 

 

„ამ წლის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მე მთელ საზოგადოებას მოვახსენე ამ კომისიის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რ შედეგები ექნებოდა კომისიის მუშაობას. და მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიაზმი მაშინ ძალიან მაღალი იყო კომისიაში ჩართვის და იქ მუშაობის, სამწუხაროდ, ბოლომდე გამართლდა ის, რაც ვუთხარი მთელ საზოგადოებას - რომ ასეთი სულისკვეთებით შექმნილი კომისია დაასრულებდა ისე, როგორც დაასრულა სულ რამდენიმე თვეში და დაასრულა ნულოვანი კონსენსუსით; დაასრულა ფაქტიურად ჩაკეტილი პროცესით. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროექტის სახით მაგიდაზე გვედო ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტი, რომელსაც მარტო ერთი პარტია აწერდა ხელს, ერთი პარტია აწერდა ხელს ისიც შიგნით შეუთანხმებლად, მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ძალიან სწრაფად, ფაქტიურად რეკორდული სისწრაფით ორი მოსმენით მიიღო პროექტი, რითაც პოლიტიკური პროცესი შეიყვანა სრულ ჩიხში.

 

 

დღეს, რადგან გაჩნდა იმის გააზრება, რომ კონსტიტუია არა ხელის გადაგრეხვით და პულტების მეშვეობით მისაღები დოკუმენტია, არამედ კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული, მე მივესალმები ამ კონსტულტაციებს. თუმცა, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არ შეიცვება სულისკვეთება და სულისკვეთება იქნება ასე რომ - ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას. მე მივესალმები კონსულტაციებს, მაგრამ ამავე დროს, ყურადღებით ვაკვირდები არსებულ პროცესს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი