გიორგი მარგველაშვილი: მოხალისეებს მინდა ვთხოვო, დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს
22-08-2017, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის. პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაციის ხარისხი მაღალია და ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. 

 


„რამდენიმე დღე არის ჩვენ ყველას გვაწუხებს და გვაშფოთებს და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებული არის როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, იმიტომ რომ აქ არის ჩართული როგორც ქართული ძალები, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების რესურსები და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, ბატონი პრემიერმინისტრი, მინისტრები, შესაბამისი იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები.

 


მინდა მადლობა ვუთრხა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული. ამავე დროს მოხალისეებს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისათვის. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისკენ და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის, მით უმეტეს გამომდინარე იქედან, რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ და აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც როგორც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, ასევე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას და მადლობა ასევე მედიას ამ საქმეში ასეთი აქტიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთვი", განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი