საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ, მორიგ განცხადებას ავრცელებს
22-08-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ საგანგებო შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

 

 

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

 


გაიჭრა 3-კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თორთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება.

 


საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს.

 


ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე.

 


გუშინ მაშველებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად გაჩნდა.

 


ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეც-ტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან. სტიქიის ზონაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან ახლოს, რათა ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.

 


სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარება არავის დასჭირვებია. ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა.

 


ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, ადგილზეა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

 


ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-ნი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის ლოკალიზებაში. არჯევანიძეების ტყის მასივში მთელი ღამის განმავლობაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით ტყეში გზების გაჭრას ახორციელებდნენ. გაკეთდა ცეცხლისთვის უსაფრთხოების კორიდორები, რომ არ მოხდეს ცეცხლის არეალის მომატება.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

 


ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

 


აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი