ტრამპისა და მისი ოჯახის 18 წევრის მოგზაურობებმა, რომლის უსაფრთხოებასაც საიდუმლო აგენტები უზრუნველყოფენ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ბიუჯეტი დააცარიელა
22-08-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ოჯახისა და კერძო საკუთრებების სიმრავლის გამო საბიუჯეტო პრობლემებს განიცდის.

 


როგორც BBC იუწყება, ტრამპის ირგვლივ 42 ადამიანი იმყოფება დაცვის ქვეშ, მაშინ როცა ობამას დროს 31 იყო.

 


საიდუმლო სამსახურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს „მსგავს სიტუაციას“ ებრძოდა.

 


42 ადამიანს შორის 18 პრეზიდენტის ოჯახის წევრია, რომელთა მიმართაც, ტრამპის კერძო საკუთრებების რეკლამირებისთვის საერთაშორისო ბიზნეს-მგზავრობებზე, ისევე როგორც შვებულებებზე, უსაფრთხოების დაცვის საჭიროება არსებობდა.

 


როგორც USA Today იუწყება, ტრამპის ზოგიერთ ხარჯებს შორისაა:

 


• 3 მილიონი დოლარი ტრამპის „მარ-ა-ლაგოს“ გოლფის კორტზე ვიზიტისათვის

 

 

• 60,000 დოლარი გოლფის ოთხთვალას ქირაობისათვის, ორივეგან, როგორც „მარ-ა-ლაგოს“ ისე ნიუ ჯერსიში „ბედმინისტერის გოლფის კორტზე“

 

 

• თითქმის 100,000 დოლარი პრეზიდენტის ვაჟის, ერიკ ტრამპის სასტუმროებში დაცვისათვის, ურუგვაიში ბიზნეს მოგზაურობის დროს.

 

 

 


სხვა მოგზურობები, სადაც ორთავე შვილის, ერიკ ტრამპის და დონალდ ტრამპ უმცროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება იყო, მოიცავდა თებერვალში, ერიკის და დონალდ უმცროსის ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ახალი სასტუმროს, „ტრამპის“ გახსნას და დუბაიში „ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის“ გახსნას.

 


მარტში, ივანკა ტრამპს და მის ქმარს, ჯარედ კუშნერს საიდუმლო სამსახურის დაცვა დასჭირდათ კოლორადოში, ასპენში, სათხილამურო კურორტზე არდადეგებისას.

 


ასევე, ტიფანი ტრამპი და მისი შეყვარებული გერმანიაში და უნგრეთში მოგზაურობდნენ და მათ დაცვასაც საიდუმლო სამსახური უზრუნველყოფდა.

 


ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საიდუმლო სამსახურის დირექტორი რენდოლფ ალესი აცხადებს, რომ სააგენტო ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტთან, ტრამპის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან ერთად მუშაობს ამ „სერიოზული პრობლემის“ საკანონმდებლო გადაწყვეტისათვის.

 


„საკითხი მხოლოდ ახლანდელი ადმინისტრაციის დაცვას არ ეხება და პრობლემა თითქმის ერთი ათწელულია დღის წესრიგში დგას იქედან გამომდინარე, რომ გაიზარდა საერთო ექსპლუატაციური ტემპი“, ნათქვამია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.

 


მაგრამ ალესმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურს გააჩნდა საკმარისი თანხები იმისათვის, რომ „ყველა ახლანდელი მოთხოვნის საჭიროებები დააკმაყოფილოს ფისკალურ წელიწადში და თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთით შესრულებული სამუშაოებისთვის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება გასცეს“ და ასეთი აგენტის რაოდენობამ 1,100-ს გადააჭარბა.

 


ალესმა განაცხადა, რომ საიდუმლო დაცვის სამსახურზე მოთხოვნილება გაიზარდა, თუმცა აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები ამ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებენ და ამ ტემპსაც გაუძლებენ. მისივე განცხადებით, 2025 წლისთვის 2,700 აგენტი დაემატება საიდუმლო სამსახურს და ახლანდელი 6,800 აგენტისა და ფორმიანი ოფიცრების რაოდენობა 7 წელიწადში 9,500-მდე გაიზრდება.

 


როგორც BBC წერს, შარშანდელი ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საიდუმლო სამსახურის რესურსები გამოლეულია.

 


ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტის 7 მოგზაურობის ხარჯი დაფარა მარ-ა-ლაგოში, 5 ვიზიტის ხარჯი ბედმინსტერში და ერთი ვიზიტის, მანჰეტენზე, „ტრამპ თაუერში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი