დაჭრილმა 65 წლის ამერიკელმა მოსამართლემ, სასამართლოს შენობის წინ, მასზე თავდამსხმელი მოკლა
22-08-2017, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაჰიოს შტატში მოსამართლემ სასამართლოს გარეთ სასიკვდილოდ დაჭრა შეიარაღებული მამაკაცი მას შემდეგ რაც თავადაც სერიოზული ჭრილობები მიიღო თავდამსხმელის მიერ ჩასაფრებული პოზიციიდან ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული სროლებისას.

 


ინციდენტი ორშაბათ დილას სტეუბენვილში ადგილობრივი დროით 08:00 საათის შემდეგ მოხდა. მოსამართლე ჯოშ ბრუზესეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

 


შერიფ ფრედ აბდალას თქმით, თავდამსხმელის და მოსამართლის შეტაკებისას, თითომ დაახლოებით ხუთჯერ გაისროლა.

 


თავდამსხმელს რამდენჯერმე სასამართლოს დაცვამაც ესროლა.

 


ჯეფერსონის საგრაფოს პროკურორმა მოსამართლეზე თავდამსხმელის ვინაობა გაამჟღავნა. იგი ნატანიელ რიჩმონდია, თუმცა მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.

 


რიჩმონდი, მა’ლიკ რიჩმონდის მამაა, უმაღლესი სკოლის ფეხბურთელისა, რომლის მიმართაც გაუპატიურების მუხლით მსჯავრის დადებამ 2012 წელს მთელი ამერიკული მედია აალაპარაკა.

 


პროკურორმა განაცხადა, რომ გაუპატიურების საქმესა და მოსამართლე ჯოშ ბრუზესეს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

 

 

 

 

 


მოსამართლე ბრუზესე, რომელიც სასამართლოში 1998 წლიდან მუშაობს, პიტსბურგის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად გადააფრინეს.

 


სტეუბენვილის ქალაქის მენეჯერმა განაცხადა, რომ მოსამართლეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და „თავს მშვენივრად“ გრძნობს.

 


შერიფმა აბდალამ განაცხადა, რომ მან 65 წლის მოსამართლეს რამდენიმე წლის წინათ ურჩია, ცეცხლსასროლი იარაღი ეტარებინა.

 


„ეს ინდივიდი ჩასაფრებული ელოდებოდა ჩვენს მოსამართლეს“, უთხრა შერიფმა რეპორტიორებს სროლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

 


„შენ გყავს მოსამართლე, რომელსაც მისი სასამართლოს შენობის წინ დაესხნენ თავს და ამან ამაღელვა. ეს ჩასაფრებული თავდასხმა და ჩვენი მოსამართლის მკვლელობის მცდელობა იყო“, განაცხადა შერიფმა.

 


პოლიციამ ის მძღოლიც დააკავა, ვინც თავდამსხმელი სასამართლოსთან მიიყვანა, თუმცა განაცხადა, რომ მათ სჯერათ იმისა, რომ მძღოლმა არაფერი იცოდა მისი მგზავრის განზრახვის შესახებ.

 


შერიფმა აღნიშნა, რომ ორივე მამაკაცს სასჯელი აქვს ციხეში მოხდილი.

 


„ის ისვრის და ისვრის“, განაცხადა აბდალამ პრესკონფერენციაზე. „ის მოსამართლის წინ დგას“.

 


„და სწორედ მაშინ ისვრის კიდევ ერთ ტყვიას და მანქანისკენ მირბის“.

 


სასამართლო საგამოძიებო სამსახურების მუშაობის გამო ოთხშაბათამდე დაიკეტა.

 


შტატის გუბერნატორს მომხდართან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციები მიაწოდეს. საქმეს ოჰაიოს კრიმინალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი