ილია მეორე: მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა
23-08-2017, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

 

 

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც...

 

 

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

 

 

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

 


ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

 

 

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“, აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი