გურჯაანის გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციული კომისიისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია.
ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამგეობის შენობაში მიდიოდნენ, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, გამგეობის შენობასთან მობილიზებულმა "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვერცხები დაუშინეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ წუთებში ფრაქციის ოთახში რჩებიან. შენობაში მობილიზებულია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მათ გამოსვლას ელოდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.