სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
24-08-2017, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები ჯ. ბ. და გ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და 179-ე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ბ,“ მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. ამავე განაჩენით გ. ნ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ   დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხა მოსთხოვეს.  თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში  მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ.  და გ.ნ. დაეუფლნენ ჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ. 

 


ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი გოგონა, რომელთანაც  ნებაყოფლობით დაამყარა  სქესობრივი კავშირი.

 


სამართალდამცველებმა ჯ.ბ. და გ.ნ. 29 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი  დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, ანგარებით) და 179-ე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ბ,“ მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინათ, ხოლო გ.ნ.-ს დამატებით 140-ე მუხლით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირი) წარედგინა ბრალდება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

 


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ბ. და გ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ჯ.ბ.-ს 20 წლით ხოლო გ.ნ.-ს   18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი