ქართველმა სამხედროებმა კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა
24-08-2017, 06:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.

 


უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, პრემიერ მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიგზავნა.

 

 

„ქართველი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულებაა,“ განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

 


სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ხანძრის სტიქიით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, რათა ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადად მიეღო მონაწილეობა.

 


თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის კიევში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

 

თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მუდმივად გვექნება და ერთად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“ განაცხადა ლელა ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი