ივანიშვილი კეზერაშვილზე: "ეს კაცი გულაობდა, როგორც სურდა"
04-02-2014, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ფრანგული სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების გამო თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმას, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ჩაესვათ. ყოფილმა პრემიერმა უშიშროების საბჭოს მიერ გასულ წელს დიდი რაოდენობით თანხების ხარჯვაზეც ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, საბჭოდან ასობით ათასი დოლარი ქრებოდა და ეს ფული უმეტესად ამერიკული და ევროპული ლობისტური კომპანიების მიმართ იყო მიმართული. "რამდენიმე თვის განმავლობაში წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით კეზერაშვილი. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლება, წლების განმავლობაში მოპარული თანხებით ისინი მაქსიმალურად აფინანსებდნენ ლობისტებს და მედისაშუალებებს ამერიკასა და ევროპაში. იქ პიარდებოდნენ და იქიდან გვაშინებდნენ ჩვენ. მათ იცოდნენ, რომ საზოგადოებაში ნდობა დიდი ხნის წინ დაკარგეს და ამიტომ ამ კუთხით ხარჯავდნენ თანხებს. წინა წელს მხოლოდ უშიშროების საბჭომ 16 მილიონზე მეტი დახარჯა და ბოკერიამ კიდევ 16 თუ 18 მილიონი ლარი მოითხოვა, იმის შვიდი პროცენტი მივეცი და ხმა არ ამოუღია. უშიშროების საბჭოდან ნაღდი ფულით იყო გატანილი 400 000 დოლარი, 200 000 დოლარი და ასე შემდეგ. ეს ფული ევროპასა და ამერიკაში ლობისტებზე მიდიოდა. შეიძლება უფრო დიდი დანიშნულებაც ჰქონდა. ამ ლობირების შედეგი იყო ზუსტად ის, რომ ბევრი დამნაშავის წითელ ცირკულარში ჩასმას ვითხოვდით. ესენი არიან ძებნილები და, კეთილი ინებეთ, ჩასვით ცირკულარში. ამას ვერ ვაღწევდით. ეს მოხერხდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ეს პროცესი იყო 9 წლის განმავლობაში. თქვენ გნებავთ, ერთ წელიწადში აშენდეს ყველაფერი. არცერთმა სახელმწიფომ არ ჩასვა ცირკულარში და ეს კაცი გულაობდა, როგორც სურდა. იმისთვის, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ჩაესვათ, ცალკეულ სახელმწიფოებთან ცალკე მუშაობდა ღარიბაშვილი და ლომის წილი ამაში მას მიუძღვის",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების ასეთი ქმედება მოქალაქეების დაუდევრობით ხდებოდა. იმის გამო, რომ საზოგადოებამ დაიქირავა ხელისუფლებად ის, ვინც არ უნდა დაექირავებინა, რასაც შედეგად მოჰყვა, რომ ხელისუფლებამ თვითონვე დაიქირავა მთელი საზოგადოება და ძალადობდა მასზე. "ჩვენ დავიქირავეთ ხელისუფლება, ის, ვინც არ უნდა დაგვექირავებინა და შედეგად მივიღეთ ის, რომ თვითონ დაგვიქირავა მთელი საზოგადოება, თვითონვე ძალადობდა, თვითონვე ახერხებდა ყველა თანხის აკუმულირებას და თანხების მიმართებას, როგორც მათ სურდათ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6094 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი