პრემიერ მინისტრმა სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებს მადლობა გადაუხადა
25-08-2017, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა.

 

 

პრემიერის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება. ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი
      
დიდი მადლობა ყველა სახელმწიფოს მეთაურს ვინც სწრაფი რეაგირება მოახდინა სამაშველო ჯგუფების გამოგზავნაზე და გულთან მიიტანეს საქართველოს მდგომარეობა,ასევე ყველა იმ ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი ვინც ადგილზე მუშაობდა სტიქიის ზონაში და იმედია ადამიანების ფას დაუდებელი შრომა მხოლოდ ლამაზი სიტყვებით არ შემოიფარგლება და სათანადოთ შეფასდება სახელმწიფოს მიერ.უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
26 აგვისტო 2017 01:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი