სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო
26-08-2017, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კონკურსისთვის ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უკვე შერჩეულია და დადებითად შეფასებულია, რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, მათი შერჩევა ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

 


„დღეს ვატარებთ რიგით მეორე კონკურსს საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე სტრასბურგში. ამ კონკურსის ფარგლებში ერთი კანდიდატი, ბატონი ლადო ჭანტურია უკვე დადებითად შეფასებულია და დღეს ჩვენ მეორე და მესამე კანდიდატი უნდა შევარჩიოთ, რომლებიდან ან ორივე უნდა იყოს ქალი კანდიდატი, ან ერთ-ერთი მაინც, ასეთია მოთხოვნა. ასევე, დღევანდელი გასაუბრებისას ვითვალისწინებთ 2017 წლის 21 ივლისის წერილს, რომელიც ჩვენმა კომისიამ ევროსაბჭოდან მიიღო. ეს წერილი მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს გასაჯაროვდა.

 

 

აღნიშნულ წერილში პირდაპირაა მითითებული საქართველოსთვის ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლებითაც დღეს ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ. კერძოდ, მითითებულია, რომ აუცილებელია კანდიდატი იყოს უფრო მეტი ასაკის, ვიდრე 35 წელია. აუცილებელია, რომ თუკი მოსამართლე კანდიდატია, მას ჰქონდეს ნამუშევარი, ან ამჟამად მუშაობდეს უმაღლეს ან საკონსტიტუციო ინსტანციაში და თუკი ეს არის სამართალმცოდნე და არა მოსამართლე კანდიდატი, მას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც პედაგოგს, პროფესორს, ან მეცნიერს. ეს ყველაფერი ამ წერილიდან ცალსახად იკითხება. კომისიის მუშაობის შედეგებს დღის ბოლოს ყველანი ერთად შევაფასებთ და შევაჯერებთ. ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ სამპირიან სიაში ისეთი კანდიდატები ვერ გვეყოლება, რომლებიც ყველას მოგვწონს. ყველა კანდიდატის მიმართ ყოველთვის იქნება გარკვეული საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქმული ჩემი მხრიდან თუ კომისიის სხვა წევრების მხრიდან.

 

 

მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო სექტორიდან კოალიციას აქვს და მომავალშიც, სანამ კომისია იმუშავებს ჰქონდა და ექნება შესაძლებლობა, იყოს პროცესებში ჩართული.

 

 

თუ ისინი ამ უფლებას არ გამოიყენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროსაბჭოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ალბათ სამი-ოთხი ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს დარად, სადაც არასამთავრობო სექტორს ასეთი უფლებები და შესაძლებლობები აქვს მოსამართლის შერჩევის პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ბოლომდე მიიღონ და როგორც ამას ომბუდსმენი აკეთებს, თუკი რაიმე იქნება საკრიტიკო, მონაწილეობის პროცესში გამოთქვას და არა ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც ალბათ, მაინცდამაინც სერიოზულად არ გამოიყურება. რაც შეეხებათ ადვოკატებს, მიხარია, რომ ისინი დღეს წარმოდგენილნი არიან და ამ პროცესში მონაწილეობენ. ჩვენთან საადვოკატო ფირმების გაერთიანებაა, რომელსაც წარმოადგენს პატივსაცემი ადვოკატი ზვიად კორძაძე“, განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც თავად იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი