ნიკა გვარამია: მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა - არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი
26-08-2017, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა.

 

 

როგორც მან ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამომძიებლებისგან შეიტყო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა მიმდინარეობდა.

 

 

„მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა. არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს იმიტომ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას.... გამოძიება მიმდინარეობს, რას დაადგენს და როგორ დაადგენს გამოძიება, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი, სააკაშვილი და ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადაცია არის შეუძლებელი, არ არის გამორიცხული, რომ მას წარუდგინონ ბრალი ისეთი ტიპის საქმისთვის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია მოახდინოს", განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

საქმე, რომელთან დაკავშირებითაც იგი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება.

 

 

სუს-ში 17:00 საათზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც არის დაბარებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი