სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა კლინიკა დატოვეს - პრემიერ მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
27-08-2017, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ, საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


უწყების ცნობით, კლინიკის დატოვებამდე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

 


სამკურნალო დაწესებულებაში მფრინავებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი დახვდნენ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ.

 

 

 


ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი