საკვების ალერგიებს შორის ყველაზე მომაკვდინებელ, მიწის თხილის ალერგიაზე მკურნალობა „4 წლის განმავლობაში გრძელდება“
28-08-2017, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გამოკვლევამ აჩვენა, რომ არაქისის ალერგიის პერორალური მკურნალობა (პირის ღრუდან წამლის მიღება) წამლის მიღებიდან ოთხი წლის შემდეგაც კი ეფექტურია.

 


ბავშვები 18 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ არაქისის პროტეინის შემცველ პრობიოტიკს.

 


BBC-ის ცნობით, ერთი თვის შემდეგ ბავშვები შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ პატარების 80%-მა არაქისი ალერგიის გარეშე მიიღო. ტესტიდან 4 წლის შემდეგ ბავშვების 70%-ს კვლავ შეუძლია არაქისის დაგემოვნება ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გარეშე.

 


ბოლო ათწლეულების განმავლობაში საჭმელების ალერგიებმა უკიდურესად მოიმატა, მათ შორის ყველაზე მომაკვდინებელი კი მიწის თხილის ალერგიაა.

 


მელბურნის ბავშვთა გამოკვლევის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, პროფესორი მიმი ტანგი ამბობს, რომ ბავშვების ნახევარი არაქისს რეგულარულად მოიხმარდა, როდესაც მეორე ნახევარი არაქისს იშვიათად იღებდა.

 


„ამ აღმოჩენის მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ამ ბაშვებს შეეძლოთ ეჭამათ მიწის თხილი იმავე ბავშვების მსგავსად, რომელთაც არ ჰქონდათ მიწის თხილის ალერგია და ჯერ კიდევ შეენარჩუნებათ თავიანთი მდგრადი მდგომარეობა - დაცული ყოფილიყვნენ მიწის თხილისადმი რეაქციების წინააღმდეგ“, განაცხადა მან.

 


პროფესორის თქმით, არაქისზე ალერგიის მკურნალობის არც ერთი ხერხი არ ყოფილა ეფექტური ასე ხანგრძლივად, 4 წლის განმავლობაში.

 


პრობიოტიკს „ლაქტობასილუს რამნოსუს“-ი ჰქვია, რასაც გარკვეული ალერგიული სიმპტომების შესაჩერებლად იყენებდნენ.

 


როდისაა უსაფრთხო არაქისის მიღება?

 


• ხალხი ხშირად იბნევა როდის შეუძლია უსაფრთხოდ მიიღოს არაქისი, მაშინ როდესაც მეთოდური რეკომენდაციები ჩვეულებრივ თავის არიდებას უწევენ ადვოკატირებას.

 


• არაქისის მიღება, როგორც ახლა ფიქრობენ, უსაფრთხოა ორსულობის დროს.

 


• თუ ოჯახის ისტორიაში არ არის არაქისზე ალერგიის შემთხვევები, ექიმები არაქისის კარაქის და არაქისის სხვა პროდუქტების მიღებას დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ გვირჩევენ.

 


• თუ ალერგიის დიდი რისკია, მშობლებმა კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიარონ.

 


• ეს გამოკვლევა აჩვენებს როგორ დავეხმაროთ ალერგიულ ბავშვს, თუმცა მშობლებმა უმჯობესია ეს საქმე ექიმს მიანდონ.

 

 

• ხუთი წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებმა არ უნდა შეჭამონ მთლიანი კაკალი.

 


მაშინ როცა საკვების ალერგიები მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონ ადამიანს შეეხო, საჭმელზე ალერგიებს შორის, არაქისის ალერგია ყველაზე მომაკვდინებელია. ამ ალერგიისგან გარდაცვლილთა რიცხვმა საკმაოდ მაღალი ტემპით იმატა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი