ირაკლი ღარიბაშვილი: გავერთიანდეთ და ვისაუბროთ ჩვენი რეგიონების გაძლიერებაზე
22-04-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთში გამართა. როგორც პრემიერმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განმარტა, აღნიშნული პროექტი რეგიონების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 
“დღეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ვისაუბროთ ჩვენი რეგიონების გაძლიერებაზე. ეს ფორმატი არის საკმაოდ წარმატებული – მე-7 შეხვედრას ვმართავთ. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ მთავრობის წევრებს, პირადად მე დამისვათ შეკითხვები, ჩვენგან მოისმინოთ ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და იმ პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით გავააქტიუროთ რეგიონში პროცესები, იქ იყო მეტი აქტიურობა და ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის მეტი ჩართულობა. ჩვენ, ხელისუფლება მზად ვართ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ბიზნესის კეთების პროცესში და მაქსიმალურად გაგიადვილოთ ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა იყოს შემაფერხებელი. ვგულისხმობ ბარიერებს, რომელიც წარმოიქმნება გაუგებარი ბიუროკრატიის შემთხვევაში. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ემსახურება შემდეგ მიზანს – დაიწყოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება”, – მიმართა პრემიერმა გუდაურში შეხვედრაზე მყოფ ბიზნესმენებს.

 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ დატალურად შეისწავლა მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, აგრეთვე ეკონომიკური პოტენციალი და იცის, რა სჭირდება მცხეთა-მთიანეთს.

 
“უკვე არსებობს გეგმები, თუ რომელი მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ეს რეგიონი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი