ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში სახალხო საბჭოს ორი დეპუტატი მოკლეს. მკვლელობის დეტალები უცნობია. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე „რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გრიგორი ცევენკომ განუცხადა.
„ქალაქ ლუგანსკის კამენობროდის რაიონში 2017 წლის 26-27 აგვისტოს ღამეს ორი პირის რეზონანსული მკვლელობა მოხდა, ისინი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს დეპუტატები იყვნენ“, განაცხადა ცევენკომ, რომლის თქმითაც ამ დროისთვის საგამოძიებიო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და დგინდება მკვლელობების მიზეზი და ყველაფერი კეთდება დანაშაულში ჩართული პირის ან პირების გამოსავლენად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.