"თქვენ თუ გული გაგიტყდათ და ხელი ჩაიქნიეთ, მაშინ ჩვენს საქართველოს უმძიმესი განსაცდელი ელის"
22-04-2015, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

დარწმუნდით, ბ–ნო ბიძინა, რომ საქართველოს პოლიტელიტაში სიკეთის კეთება სისუსტედ მიაჩნიათ! მხოლოდ, ერთეული პიროვნებები არიან, მცირე გამონაკლისი... დიახ, "კუს ნაბიჯზე" არ ინდობიან ეს "მამულიშვილები", არათუ მოცემულ სიტყვაზე. დიახ, ეს "პოლიტსაძმო" უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში "ბრუნავს ყველა ბრუნვაში"! ამიტომ, "შუა გასაკრეფიაო", რომ თქვით 2011 წლის ოქტომბერში, სრულებით არ იყო საკმარისი, – თითქმის მთლიანად "გასაკრეფი იყო" ქართული პოლიტიკური ველი, ანუ "პოლიტიკაში დასაქმებულთა" კასტა, რომლებმაც საკუთარი თავის სარჩენად აქციეს ეს საპატიო პროფესია, – პოლიტიკოსობა! ეს რა ქენით, ბ–ნო ბიძინა, რამდენი "მომაკვდავი", ან უკვე "მკვდარი" პოლიტიკური პარტია და ფიგურა გააცოცხლეთ, რომლებიც სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ იმას, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ?! მითუმეტეს, რას იფიქრებდა ამას, ერთი "მქსოველი ფილოსოფოსი", "პლასტელინივით დამყოლი" ადამიანი, რომ საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში "ამოყოფდა თავს"?! ხომ იცით, ნათქვამია, – "მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, – ჰოდა, ახლა, ნუ გიკვირთ ის, რა შედეგიც მიიღეთ! ჯერ სადა ხართ, უფრო მეტი სურპრიზები გელით წინ და გამაგრდით, ძალა და გონი მოიკრიბეთ, იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ (უწინარესად, საკადრო!) და გამოსავალსაც მოძებნით! მე, თქვენი "ჭკუის დარიგებას" როგორ ვიკადრებ, არც მიფიქრია.

 

 

მავანი იტყვის ჩემზე, რომ ბიძინას "ეპადხალიმებაო", მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ, ცხადად ვხედავ იმას, რომ თქვენ თუ გული გაგიტყდათ და ხელი ჩაიქნიეთ, მაშინ ჩვენს საქართველოს უმძიმესი განსაცდელი ელის, რომელიც შეიძლება "დაგვირგვინდეს" ნაცმოძალადეების ხელისუფლებაში დაბრუნებით, ან სულაც, სახელმწიფოებრიობის რღვევით და სუვერენიტეტის დაკარგვით! ამიტომ, მხოლოდ ჩემს პირად აზრს გამოვთქვამ, – გამოსავალი ერთ სწორ გადაწყვეტილებაში არის, რომ თქვენ სტუდია "20/30" – დან, გადაინაცვლოთ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" და ქვეყნის პრემიერ–მინისტრის თანამდებობებზე! თქვენ, ერთხელ უკვე თქვით, რომ – "პოლიტიკაში დავბრუნდები, თუ რაიმე უბედურება მოხდებაო", – ჰოდა, სანამ მართლა რაიმე უბედურება არ დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თორემ – სატელევიზიო სტუდიიდან და სოლოლაკის აღმართიდან, დიდი ალბათობაა, რომ ვეღარ მოასწროთ და ქვეყნის საქმეს ვერ უშველოთ!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი