თემურ ქეცბაია: „ერთი წელია მეუბნებიან, რომ თანამდებობიდან წავიდე"
04-02-2014, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საკუთარი ანაზღაურების შეწყვეტის შესახებ "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. "არ მინდა ბევრი რამის თქმა… თან ჩემს ხელფასზე… სამინისტროს ჰკითხეთ… რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. არ უნდათ გადახდა და ნუ გადაიხდიან… მორჩა… რა… მე ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვაგრძელებ ჩემს საქმე და ვმუშაობ. ხელფასს ფედერაცია გადაიხდის… ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასთან მაქვს გაფორმებული", – აცხადებს თემურ ქეცბაია.

 

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დაპირისპირებაზეც საუბრობს. როგორც "კვირას" თემურ ქეცბაიამ განუცხადა, ლევან ყიფიანსა და მას შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე წელიწადნახევარია გრძელდება. ამის მიზეზად კი, თემურ ქეცბაია საკუთარ პოსტს ასახელებს.
"ერთი წელია მეუბნებიან, რომ თანამდებობიდან წავიდე… მე ფეხბურთის ფედერაციასთან მაქვს ხელშეკრულება და არა სამინისტროსთან. გასაგებია, რომ თავის დროზე სამინისტრომ ჩამომიყვანა, მაგრამ ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასთან გავაფორმე. სამინისტროს საქმეს კი არ ვაკეთებ, არამედ მთელი საქართველოს საქმეს ვაკეთებ. თუ ამ საქმეში სახელმწიფოს და სამინისტროს მონაწილეობის მიღება არ სურს, მე რისი თქმა შემიძლია. ლევან ყიფიანთან მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მქონია, რომ გითხრათ, ყოველდღე ვხვდებოდი, ეს ტყუილი იქნება. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მამამისთან, დავით ყიფიანთან, ადამიანთან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა, როგორც მწვრთნელმა და როგორც პიროვნებამ. მარტო ჩემს ცხოვრებაში კი არა, რა ვიცი… დავით ყიფიანმა მთელი საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა და რაც შეეხება მის შვილს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონია… უკვე წელიწადნახევარია, რაც ლევან ყიფიანი მინისტრია. რაც ლევან ყიფიანი მინისტრად დაინიშნა, მას შემდეგ სამინისტროდან მატყობინებენ, რომ თანამდებობა დავტოვო. სურვილი აქვთ, რომ თანამდებობა დავტოვო, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს და ბოლომდე მივიყვან", – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.

 

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. "სპორტის სამინისტროსთვის ქეცბაიას მაღალი ხელფასი მიუღებელია", – ასე გამოეხმაურა სამინისტრო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შრომის ასანაზღაურებელ თანხას და განცხადება გაავრცელა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს წერილს, რომელიც მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას იანვრის თვის ხელფასის (220975 ლარი) მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნეს. როგორც სპორტის სამინისტრო საპასუხო წერილში წერს, მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფოსთვის მიუღებელია ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400 000 ლარზე მეტი. სამინისტროსთვის უცნობია, თუ როგორ აფასებს სფფ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. ასევე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არის შერჩეული მწვრთნელთა რაოდენობები და მათი სახელფასო განაკვეთები.

 

 

"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს U-15 და ზედა ასაკობრივი ნაკრებები, ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით/პრიორიტეტით არის შერჩეული როგორც მწვრთნელთა (სხვადასხვა შემთხვევაში 3, 4 ან 5 მწვრთნელი) რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე მათი სახელფასო განაკვეთები. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი. ეს კი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში მწვრთნელების წარმატება მათ სპორტულ შედეგზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებული და მიღებული იქნა "სპორტსმენთა და მწვრთნელთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა", რომელიც შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დამატებით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს. შესაბამისად, არცერთი წარმატებული ნაბიჯი, თუ მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ რჩება და მეტი მოტივაციის საფუძველია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თქვენეულ გაწერაში არაფერია ნათქვამი სფფ-ის პოლიტიკის შესახებ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითრების თვალსაზრისითაც, იმ დროს როდესაც სტატისტიკურად ფეხბურთელთა შევსება ძირითად შემთხვევებში რეგიონებიდან მოდიოდა და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტირებული.

 

 

სფფ-ს მიერ ამ კუთხით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები პრიორიტეტებში არ ზის. მიზანშწონილია, სახელმწიფოს სახსრებიდან გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს რეგიონებში, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააიოლებს სელექციას, ხოლო, მეორე მხრივ, რეგიონული ფედერაციები მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, გააუმჯობესებენ მენეჯმენტს და შეძლებენ დაიბრუნონ ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია. რაც შეეხება უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემას, სამწუხაროდ, ვერც აქ დავინახეთ თქვენი მიზანმიმართული ნაბიჯები პრობლემის მოგვარების მიზნით, გარდა განცხადებებისა, სადაც ხელს სახელმწიფოსკენ იშვერთ.

 

 

მიგვაჩნია, რომ არსებული დაფინანსების პირობებშიც შესაძლებელია უმაღლესი ლიგის კლუბების დახმარება (თითოეული კლუბი – 200000X12=2400000 ლარი), თუ თანხები რაციონალურად გადანაწილდება. არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ეს თანხა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქმედითი ნაბიჯი, გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან, და კარგი ადმინისტრირების პირობებში დღის წესრიგში დააყენებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დამტკიცებას, რომლის წარმოდგენაც არაერთხელ გთხოვეთ და დღემდე ამაოდ ველოდებით. გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის", – აღნიშნულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისადმი გაგზავნილ წერლში.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე, ოთარ გიორგაძე აცხადებს, ფეხბურთის ფედერაცია თემურ ქეცბაიას ხელფასს 2015 წლის ბოლომდე გადაუხდის.
"რაც შეეხება იმას, შეუმცირდება თუ არა მთავარ მწვრთნელს ანაზღაურება, ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება", – აღნიშნა გიორგაძემ.

 

 

იზა შაქარაშვილი

 

 

 

http://kvira.ge/?p=6113 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი