კომპანია „m2 უძრავი ქონება" მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას აღადგენს
31-08-2017, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „m2 უძრავი ქონება" მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას აღადგენს. დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, კომპანიამ „m2 უძრავი ქონება" მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დღიდან ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად საკითხის შესწავლა და რეაბილიტაციის შესაძლო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა.

 

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიის „m2 უძრავი ქონება" ინიციატივა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ქალაქში მწვანე საფარს დიდი ზიანი მიადგა.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ სხვა კომპანიებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატიავას და არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს, ერთის მხრივ, არის კომპანიის მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მოქალაქეობრივი ინტერესით ნაკარნახევი და მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება, მით უფრო მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე გვექნება ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ ქალაქის გამწვანებაზე და არაერთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გამოთქვა სურვილი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ უკეთესი მწვანე სივრცე და უფრო სუფთა ჰაერი გვქონდეს ჩვენს ქალაქში", განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

ღონისძიებას თბილისის მერიის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი