საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ქეთი დოლიძე აღარ უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ პოსტზე დოლიძეს გიორგი სიხარულიძე შეცვლის.
კულტურის მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც პირად დამოკიდებულებაზე და არც წყენაზეა დაფუძნებული.
„როგორც კინომსახიობთა თეატრის, ისე თოჯინების თეატრის შემთხვევაში, ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ. ცოტა არასერიოზული მგონია მთელი ეს საუბარი. აქ საბავშვო ბაღი არ არის და განაწყენება-დაზავებაზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა. გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული და არც არავის წყენაზე. ქეთი დოლიძესთან საუბარი არ მქონია, მესიჯი ნამდვილად მივიღე. თუ ჩაიზე მპატიჟებს და თუ ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს, თითქოს გაბუტული ვარ და რაღაც პირადი მიუღებლობა მაქვს ამ ადამიანის.... არ ვარჩევთ იმას, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ვინმეს დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვირჩევთ პირველ პირებს, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში სწორედ ადმინისტრირება, საორგანიზაციო საკითხები და მენეჯმენტი შესაბამისი დაწესებულებების. ამ ნაწილში, კატასტროფული უუნარობა და არაკომპეტენტურობა წარმოაჩინა წინა ხელმძღვანელობამ", განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.