მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 ოფიციალურად 3 სექტემბერს გაიხსნება
01-09-2017, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 ოფიციალურად 3 სექტემბერს გაიხსნება.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის დეტალები გააცნო. ღონისძიება თავდაცვის უწყების არმიჰოლში გაიმართა.

 

 

„სამხედრო სწავლება მიზნად ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს", აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

 


ლევან იზორიამ წვრთნებში ქვეყნების მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც ისაუბრა.

 


თავდაცვის მინისტრმა, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სწავლებაში მონაწილობაზე, ასევე წვრთნების ორგანიზების საქმეში, ქართულ მხარესთან ერთად, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. მან სამხედრო სწავლების წარმატებულად ჩატარებისათვის სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაც გამოყო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გიორგი ბუთხუზი და ნუკრი გელაშვილი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

 

 

არმიჰოლში, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 


„Agile Spirit 2017 ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. სწავლების საველე და საშტაბო ფაზები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში ჩატარდება. მრავალეროვნული სწავლება 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

 


მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

 


სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

 


სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას", აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი