სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ადგილმდებარეობაზე მოდელირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა
04-09-2017, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ადგილმდებარეობაზე სიმულაციური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 


მან წვრთნებისას სამხედრო თვითმფრინავებიდან რაკეტები და ხმელეთიდან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

 

 

აღნიშნული ნაბიჯი სეულმა მას შემდეგ გადადგა, რაც პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნებისმიერ მუქარას და საფრთხეს შეერთებული შტატებისა თუ მისი მოკავშირეებისადმი „მასიური სამხედრო პასუხი“ გაეცემა.

 

 

ჯეიმს მატისმა ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოეთ კორეის უკანასკნელი ბირთვული გამოცდის შესახებ მოხსენების შემდეგ გააკეთა.  

 

 

თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, თავდაცვის მდივანმა, ჯეიმ მატისმა განაცხადა, რომ ტრამპთან ფხენიანის მიმართ სამხედრო პასუხის ვარიანტები განიხილეს და შეერთებულ შტატებს გააჩნია როგორც საკუთარი თავის, ისე მისი მოკავშირეების - სამხრეთ კორეის და იაპონიის დაცვის უნარი და დაამატა, რომ მისი ვალდებულება „ურყევია“.

 

 

„ნებისმიერი საფრთხე შეერთებული შტატებისა თუ მისი ტერიტორიებისადმი - მათ შორის გუამისადმი - ან ჩვენი მოკავშირეებისადმი, პასუხგაცემული იქნება მასიური სამხედრო ქმედებით - პასუხით, რომელიც იქნება როგორც ეფექტური, ასევე მტკიცე“, თქვა მატისმა.

 

 

უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფონზე, ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

 


„შევხედოთ“, უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

 

 

ტრამპის პასუხი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას თავდაპირველად „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

 

 

„ჩრდილოეთ კორეამ მთავარი ბირთვული გამოცდა განახორციელა. მათი სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და სახიფათოა შეერთებული შტატებისათვის.

 

 

„ჩრდილოეთ კორეა არაპატიოსანი სახელმწიფოა, რომელიც დიდი საფრთხე და დაბრკოლება გახდა ჩინეთისთვის, რომელიც ცდილობს დახმარებას, მაგრამ ძალიან მცირე წარმატებით.

 

 

„სამხრეთ კორეა ხვდება, როგორც მე ვუთხარი მათ, რომ მათი დაშოშმინების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან არ იმუშავებს - მათ მხოლოდ ერთი რამ ესმით!“ დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

 

 

მანამდე კი იაპონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და შეთანხმდენ, რომ იმუშაონ სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე.

 

 

როგორც BBC იაპონურ NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება, აბეს უნდა, რომ „მშვიდად გაანალიზოს მთელი რიგი ინფორმაციებისა, რომელსაც ის იღებს, განიხილოს საჭირო ქმედებები სხვა ქვეყნებთან, და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და აქტივები“.

  


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას „აბსურდული“ შეცდომა უწოდა.

 

 

მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „ყველაზე მკაცრი პასუხის“ გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციებმა სრულად უნდა მოახდინოს ფხენიანის იზოლაცია.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი საერთაშორისო საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეის განცხადებისადმი, რომ მან წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, „ძალიან მტკიცე“ პასუხის გაცემისკენ მოწოდა.

 

 

„საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მტკიცე უნდა იყოს უკანასკნელი პროვოკაციისთვის პასუხის გაცემისას“, აღნიშნულია მაკრონის განცხადებაში, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი მოწოდებაა გაჟღერებული, რომ „სწრაფად უპასუხოს“ ესკალაციას.

 

 

ორშაბათს, ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრებება იმისათვის, რომ უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს. 

 

 

კვირას, 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული. 

 

 

 

 

სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული გამოცდის განკარგულებას ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა ხელი. 

  

 

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ „ძალმომრეობით განხორციელებული“ ბირთვული გამოცდა „აბსოლუტურად მიუღებელია“. „ჩვენ მძლავრად უნდა გავაპროტესტოთ ის“, დაამატა მან.

 

 

რყევები, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გამოვლინდა, ბირთვული აფეთქებები იყო, იმთავითვე განაცხადეს იაპონიის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა: „მონაცემების შესწავლის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ ეს იყო ბირთვული გამოცდები“.

  

 

როგორც BBC იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა „შესაძლო აფეთქება“ იყო.

 

 

ეს არის ის ადგილი, სადაც ჩრდილოეთ კორეამ უწინდელი ბირთვული გამოცდები მოაწყო.

 

 

რყევები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ახალი ტიპის წყალბადის ბომბთან, როგორც ამას სახელმწიფო მედია აცხადებს, გადაღებული ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ახალი წყალბადის ბომბი შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იყოს დაყენებული.

 

   

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა კვირას, დილის საათებში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სეისმური რყევები ჩრდილოეთ კორეის პანგი-რის საგამოცდო ადგილას გამოვლინდა და ფხენიანმა „სავარაუდოდ“ ბირთვული გამოცდა მოაწყო.

 

 

ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ რყევები აღწერა, როგორც „საეჭვო აფეთქება“.

 

 

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად რყევების სიმძლავრე 10კმ-ის სიღრმეში 5.6 მაგნიტუდით განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით 6.3 მაგნიტუდამდე აიყვანა 0კმ-ით. მან დაადასტურა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა, რაც კი დღემდე განხორციელებულა.

 

 

სამხრეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქების ძალა დაახლოებით 100 000 ტონა იყო.

 

 

შედარებისთვის, 1945 წლის აგვისტოში, შეერთებული შტატების მიერ ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი, რომელმაც იმ წამსვე 70 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20 000 ტონის სიმძლავრის იყო. 

 

 

ვიპინ ნარანგმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნული აფეთქება აღწერა, როგორც „უზარმაზარი ნიშანსვეტი შეკავების წარმატებებისთვის“, რადგან მას აქვს ძალა, რომ გაანადგუროს ქალაქი.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი