ლოს-ანჯელესი ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს ებრძვის - ხანძრის დიდმა კერებმა ასევე ვაშინგტონის და მონტანას შტატებიც მოიცვა
04-09-2017, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლოს-ანჯელესის ასობით მოსახლეს ნება დართეს სახლში დაბრუნებულიყვნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი თანდათან ნელდება.

 


როგორც BBC იუწყება, ცეცხლი, რომელმაც დაახლოებით 5,000 აკრი დაფარა, პარასკევს ლა ტუნას კანიონში გაჩნდა, რამაც საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია.

 

 

ხანძარს ხმელეთიდან და ციდან 1000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

 


„საქმე უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა“, განაცხადა მერმა ერიკ გარცეტიმ, როდესაც მოსალოდნელი „ძლიერი“ ქარის შესახებ იუწყებოდა.

 


სულ მცირე სამი სახლი განადგურდა და ოთხმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

 

 

 


როგორც ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა „ტვიტერზე“ განაცხადა, გლენდეილის და ბურბანკის გარეუბნების ევაკუაცია მაშინაც მიმდინარეობდა, როდესაც წვიმა მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებოდა.

 


გარცეტიმ, რომელმაც ხანძარს „ლოს-ანჯელესის ისტორიაში უდიდესი“ უწოდა, კვირას რეპორტიორებს განუცხადა, რომ მდგომარეობა ისევ სახიფათო იყო.

 


„ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოვახერხეთ“, განაცხადა მან და დაამატა: „თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ხანძარს უახლოეს ორ დღეში ჩავაქრობთ“.

 


მან აღნიშნა, რომ ოთხ მეხანძრეს აღენიშნებოდა გაუწყლოება და მცირე დამწვრობები.

 


ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ხანძრის სწრაფად გავრცელებას კალიფორნიაში მცხუნვარე ამინდმა და ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. შტატის და ქალაქის ხელმძღვანელობამ უქმეებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც ფედერალური თანხის სწრაფად მიღება განაპირობა.

 


ხანძრის დიდმა კერებმა შეერთებული შტატების დასავლეთით მდებარე სხვა ტერიტორიებიც მოიცვა.

 


მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ვაშინგტონის და მონტანის შტატებში და ათასობით მოსახლის ევაკუაცია განახორციელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი