საჯარისო ნაწილები ბელგიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე საჰაერო წარმოდგენისას ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.
ბელგიური მედიის ცნობით, ვერტმფრენიდან სამი ჯარისკაცი გადმოხტა პარაშუტით, თუმცა პილოტს და მის თანაშემწეს პარაშუტები არ ჰქონდათ.
მათივე ინფორმაციით, პილოტის თანაშემწე ჯარისკაცებს გადახტომაში ეხმარებოდა, შემდეგ მან დაინახა მფრინავის ადგილი ცარიელი და მისი კარები ფართოდ გაღებული. იგი სწრაფად მიუჯდა მართვის პულტს და უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.
საჰაერო წარმოდგენა ამაიში გაიმართა. მფრინავი რამდენიმე ასეული მეტრიდან გადმოვარდა. მისი გადმოვარდნის მიზეზი უცნობი რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.