50 წლის მამაკაცებში ათიდან ერთის გულის ასაკი მათ წლოვანებაზე 10 წლით უფრო დიდია - კვლევა 1.2 მილიონი ადამიანის გულის ასაკის ტესტზეა დაფუძნებული
04-09-2017, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი კვლევის თანახმად, 50 წლის მამაკაცებში ათიდან ერთის გულის ასაკი თავიანთ წლოვანებაზე 10 წლით დიდია, რაც ფატალურ გულის შეტევების რისკს ზრდის.

 

 

როგორც BBC იუწყება, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის სააგენტოს (PHE) ანალიზი დაფუძნებულია 1.2 მილიონი ადამიანის გულის ასაკის ტესტზე. კვლევაში მონაწილეთაგან 33,000 მამაკაცი 50 წლის გახლდათ.

 

 

ორგანიზაციის ვარაუდით, გულის დაავადებით ან დარტყმით ამ თვეში 7,400 ადამიანი დაიღუპება.

 


გულის დაავადება მამაკაცებისთვის გარდაცვალების პირველი და ქალბატონებისთვის მეორე მიზეზია.

 


გულთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაცვლილთა მეოთხედი 75 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

 


გულიდან მომდინარე სიკვდილის თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია.

 


როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი გული:

 

• დავანებოთ თავი სიგარეტის მოხმარებას

• გავხდეთ აქტიური

• ვაკონტროლოთ წონა

• მივირთვათ დიეტური საკვები

• შევამციროთ ზედმეტი ცხიმის მიღება

• დღიურად მივირთვათ ბოსტნეული და ხილი

• შევამციროთ მარილის მიღება

• მივირთვათ თევზი

• შევამციროთ ალკოჰოლის მიღება

• ყურადღება მივაქციოთ საკვების და სასმელის შეფუთვებზე დატანებულ ეტიკეტს

 

როგორც PHE-მ განაცხადა, გამოკითხულთა ნახევარმა არ იცოდა თავისი არტერიული წნევა, ამასთან ინგლისში მცხოვრებთა 5.6 მილიონს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მათ ამის შესახებ არ იციან.

 


ბრიტანული გულის ფონდის (BHF) დოქტორის, მაიკ კნაპტონის თქმით, ეს „უაღრესად შემაშფოთებელია“.

 


„სწორედ ეს ჩუმი მდგომარეობები შეიძლება იყოს სასიკვდილო გულის დარტყმის გამომწვევი“, განაცხადა მან.

 


BHF თავისი საიტის მომხმარებელს სთავაზობს აპლიკაციებს, რომელიც ეხმარება მათ აკონტროლონ არტერიული წნევა და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა.

 


გაერთიანებული სამეფოს არტერიული წნევის ფონდის წარმომადგენელმა, კატერინა ჯენერმა განაცხადა, რომ არტერიული წნევის შემოწმება „პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი