შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მიმართ „რაც შეიძლება ყველაზე მკაცრი“ ზომების მიღებას გაერო-საგან ითხოვს
04-09-2017, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში დაჟინებით მოუწოდა უშიშროების საბჭოს „რაც შეიძლება ყველაზე მკაცრი“ ზომები მიიღოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდის გამო.

 


„დადგა დრო ამოვწუროთ ყველა დიპლომატიური საშუალება, სანამ ეს ძალიან გვიან იქნება“, უთხრა ნიკი ჰელიმ ნიუ იორკში საგანგებოდ შეკრებილ საბჭოს.

 


ჰელიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მისი ქმედებებით აჩვენა, რომ ის „იღწვის ომის გაჩაღებისათვის“.

 


„ომი არასოდესაა ის, რაც შეერთებულ შტატებს უნდა. ჩვენ ის ახლა არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

 

სამხრეთ კორეის განცხადებით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტი რაკეტის, შესაძლოა კონტინენტთშორისი რაკეტის გასაშვებად ემზადებოდეს.

 


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ ანგარიში პარლამენტს წარუდგინეს.

 

 

მანამდე კი სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ადგილმდებარეობაზე სიმულაციური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 


მან წვრთნებისას სამხედრო თვითმფრინავებიდან რაკეტები და ხმელეთიდან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

 

 

აღნიშნული ნაბიჯი სეულმა მას შემდეგ გადადგა, რაც პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ნებისმიერ მუქარას და საფრთხეს შეერთებული შტატებისა თუ მისი მოკავშირეებისადმი „მასიური სამხედრო პასუხი“ გაეცემა.

 

 

ჯეიმს მატისმა ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოეთ კორეის უკანასკნელი ბირთვული გამოცდის შესახებ მოხსენების შემდეგ გააკეთა.  

 

 

თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, თავდაცვის მდივანმა, ჯეიმ მატისმა განაცხადა, რომ ტრამპთან ფხენიანის მიმართ სამხედრო პასუხის ვარიანტები განიხილეს და შეერთებულ შტატებს გააჩნია როგორც საკუთარი თავის, ისე მისი მოკავშირეების - სამხრეთ კორეის და იაპონიის დაცვის უნარი და დაამატა, რომ მისი ვალდებულება „ურყევია“.

 

 

„ნებისმიერი საფრთხე შეერთებული შტატებისა თუ მისი ტერიტორიებისადმი - მათ შორის გუამისადმი - ან ჩვენი მოკავშირეებისადმი, პასუხგაცემული იქნება მასიური სამხედრო ქმედებით - პასუხით, რომელიც იქნება როგორც ეფექტური, ასევე მტკიცე“, თქვა მატისმა.

 

 

უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის ფონზე, ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

 


„შევხედოთ“, უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

 

 

ტრამპის პასუხი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას თავდაპირველად „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

 

 

„ჩრდილოეთ კორეამ მთავარი ბირთვული გამოცდა განახორციელა. მათი სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და სახიფათოა შეერთებული შტატებისათვის.

 

 

„ჩრდილოეთ კორეა არაპატიოსანი სახელმწიფოა, რომელიც დიდი საფრთხე და დაბრკოლება გახდა ჩინეთისთვის, რომელიც ცდილობს დახმარებას, მაგრამ ძალიან მცირე წარმატებით.

 

 

„სამხრეთ კორეა ხვდება, როგორც მე ვუთხარი მათ, რომ მათი დაშოშმინების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან არ იმუშავებს - მათ მხოლოდ ერთი რამ ესმით!“ დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

 

 

მანამდე კი იაპონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და შეთანხმდენ, რომ იმუშაონ სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე.

 

 

როგორც BBC იაპონურ NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება, აბეს უნდა, რომ „მშვიდად გაანალიზოს მთელი რიგი ინფორმაციებისა, რომელსაც ის იღებს, განიხილოს საჭირო ქმედებები სხვა ქვეყნებთან, და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და აქტივები“.

  


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას „აბსურდული“ შეცდომა უწოდა.

 

 

მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „ყველაზე მკაცრი პასუხის“ გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციებმა სრულად უნდა მოახდინოს ფხენიანის იზოლაცია.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი საერთაშორისო საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეის განცხადებისადმი, რომ მან წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, „ძალიან მტკიცე“ პასუხის გაცემისკენ მოწოდა.

 

 

„საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მტკიცე უნდა იყოს უკანასკნელი პროვოკაციისთვის პასუხის გაცემისას“, აღნიშნულია მაკრონის განცხადებაში, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი მოწოდებაა გაჟღერებული, რომ „სწრაფად უპასუხოს“ ესკალაციას.

  

 

კვირას, 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი