ილჰამ ალიევის ოჯახი საიდუმლო 3 მილიარდი აშშ დოლარის ფონდს განაგებდა იმისათვის, რომ არალეგალურად გადაეხადათ ფული ევროპელი პოლიტიკოსებისათვის - გამოძიება
05-09-2017, 05:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის მმართველი ელიტა ორი წლის განმავლობაში საიდუმლო 2.8 მილიარდი აშშ დოლარის მოსაკრებლების ფონდს განაგებდა იმისათვის, რომ არალეგალურად გადაეხადათ ფული ევროპელი პოლიტიკოსებისათვის და გაეკეთებინათ მდიდრული შენაძენები. ინფორმაციას BBC გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, ფულის გადინება დიდ ბრიტანეთში ბაზირებული ოთხი გაუმჭვირვალე კომპანიის მეშვეობით ხდებოდა და თანხას სხვებთან ერთად იმ ევროპელ პოლიტიკოსებს უხდიდნენ, რომლებიც აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილ და ხელსაყრელ დამოკიდებულებას იჩენდა.

 


საიდუმლო ფონდი, რომელსაც მეტსახელად „აზერბაიჯანის ლონდრომეტი“ (Azerbaijan Laundromat) შეარქვეს, ევროპული გაზეთების კონსორციუმის მიერ განხორციელებული გამოძიების თანახმად, ორი წლის განმავლობაში, 2014 წლამდე ოპერირებდა. ძიების მასალები „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშის პროექტის“ მიერ გამოქვეყნდა.

 


როგორც გამოძიება აცხადებს, ფულის წარმომავლობა უცნობია, მაგრამ „უხვი სამხილია იმისა, რომ ფული პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახთან არის კავშირში“.

 


როგორც BBC იტყობინება, აღნიშნულთან დაკავშირებით ალიევს და აზერბაიჯანის მთავრობას ჯერჯერობით რეაქცია არ გამოუხატავს.

 


BBC წერს, რომ იმ დროს, როცა აღნიშნული სქემით თანხების გადინება ხდებოდა, ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სისტემურ კორუფციაში, არჩევნების გაყალბებაში, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებების აქტივისტების და ჟურნალისტების ციხეში ჩასმაში ადანაშაულებდნენ.

 


გავრცელებული ცნობით, თანხის დიდ ნაწილს ლობისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს უხდიდნენ.

 


სქემა ჩანს, რომ წარმატებული იყო მაგალითად იმ კუთხით, რომ დაერწმუნებინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმაში, რომ 2013 წელს აზერბაიჯანის მიმართ კრიტიკული ანგარიშის წინააღმდეგ მიეცათ ხმა.

 


აღნიშნულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და მოელიან, რომ ანგარიში წლის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

 


ოთხი არაგამჭვირვალე კომპანია, რომლებიც სქემაში იყვენ ჩართული და რომელთაგან ორი ინგლისში, ორი კი შოტლანდიაში იყო ბაზირებული, ამჟამად გაუქმებულია.

 


ამ კომპანიების თანხების გადინება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, დანიის Danske Bank-ის ესტონეთში მდებარე ფილიალის მეშვეობით ხდებოდა. ბანკმა აღიარა, რომ საკმარისი ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისათვის, რომ შეემჩნია საეჭვო ტრანზაქციები.

 


გამოძიებით ირკვევა, რომ სხვა ნაღდი ფულით ფინანსდებოდა ფუფუნების საგნები, მათ შორის კერძო განათლება იმ კარგი კავშირების მქონე აზერბაიჯანელი ოჯახებისა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი