იანუკოვიჩი დათმობებზე წავიდა: რა არის მოსალოდნელი უკრაინაში?
04-02-2014, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დროებით წყვეტს უკრაინის მთავრობისთვის ფულადი დახმარების გამოყოფას. საერთო ჯამში, რუსეთი უკრაინას 15 მილიარდ დოლარს პირდებოდა და აქედან 3 უკვე გამოუყო.


ექსპერტების აზრით, პუტინი დაელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. თუკი ოპოზიციამ გაიმარჯვა, დიდი შანსია რომ უკრაინამ დარჩენილი თანხა საერთოდ ვეღარ მიიღოს.
მართალია პუტინმა განაცხადა, რომ "რუსეთი არასდროს არ ჩაერევა უკრაინის შიდა საქმეებში", თუმცა მედიის წარმომადგენლებს მის სიტყვებში ეჭვი ეპარებათ.


"10 წლის წინანდელმა "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" პუტინი ძალიან შეაშინა, იგი ეჭვობდა, რომ უკრაინა საბოლოოდ აირჩევდა დასავლეთის კურსს, თუმცა ასე მოხდა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ პუტინმა ჩათვალა, რომ უკრაინა ვულკანია, რომელიც პერიოდული ამოფრქვევებით ხასიათდება. მაიდანიც კატაკლიზმაა, და დროთა განმავლობაში ჩაივლის, " - წერს გაზეთი "კომერსანტი".



გამოცემა The Christian Science Monitor-ის მტკიცებით, "კრემლი აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლება სულ უფრო კარგავს ვითარებაზე კონტროლს. მოსკოვს ნეგატიური რეაქცია ექნება იმ შემთხვევაში, თუკი პროტესტი მასშტაბურ კონსტიტუციურ ცვლილებებში გადაიზრდება".

 

ამასთანავე, ფინანსური საკითხი დასავლეთმაც წამოჭრა. როგორც მიუნჰენის კონფერენციიდან ჩამოსულმა უკრაინელმა ოპოზიციონრებმა განაცხადეს, არ არის გამორიცხული რომ მომავალი კვირიდან მთავრობის ყველა წევრის საერთაშირისო ანგარიში გაიყინოს.

ვრცელდება ხმები, რომ დასავლეთი მოუწოდებს ოპოზიციას, შევიდეს ხელისუფლების შემადგენლობაში. გარდა ამისა, აშშ და ევროპა მზად არიან გამოუყონ თანხები ოპოზიციით დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტს. თუმცა იანუკოვჩთან მუშაობაზე უარს თავად ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უკრაინის ფინანსურ პრობლემებზე ვილნიუსის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა. ევროპა კრედიტს მისთვის სასურველი რაოდენობით ვერ გასცემდა, რუსეთმა კი მაშინვე მზადყოფნა განაცხადა. ყველაფერი რაც უკრაინაში მოხდა, ფაქტობრივად ამ გადაწყვეტლების შედეგია.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მას მხოლოდ ევროპის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგანაც რუსეთი ბუნებრივია, აღარ დაეხმარება. და თუკი ევროკავშირმა მაინც გამოყო უკრაინისთვის ესოდენ საჭირო თანხა, გამოვა, რომ ევროპელ ლიდერებს უბრალოდ არ სურდათ საქმე ვიქტორ იანუკოვიჩთან დაეჭირათ და მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს გარკვეულწილად თავადაც მისცეს ბიძგი...

ალექსანდრე გვინდაძე

P.შ. დღეს დილით უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მზად არის რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

 

 

 

 

 

 

 

http://press.mediamall.ge/?id=9637 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი