ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი გაური ლანკეში მისი სახლის ზღურბლზე მოკლული, სისხლის გუბეში მცურავი იპოვეს
06-09-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი, ინდუსების ნაციონალისტი პოლიტიკოსებისადმი კრიტიკულად განწყობილი გაური ლანკეში, სამხრეთის შტატ კარნატაკაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


55 წლის ჟურნალისტი ქალაქ ბანგალორში მისი სახლის ზღურბლზე მწოლიარე მდგომარეობაში, სისხლის გუბეში მცურავი იპოვეს.

 


მას შეიარაღებულმა მამაკაცებმა, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ თავის და გულმკერდის არეში ესროლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.

 


აქტივისტების განცხადებით, ინდოელი ჟურნალისტები მზარდად არიან რადიკალური ინდუსი ნაციონალისტების სამიზნეები.

 


ბოლო რამდენიმე წელიწადში, ჟურნალისტები, რომლებიც ინდუსი ნაციონალისტების მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, სოლციალურ მედიაში ლანძღვის ობიექტებად იქცნენ, მაშინ როცა ბევრ ქალ რეპორტიორს გაუპატიურებით და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან.

 


როგორც BBC იუწყება, მინისტრები, რომლებიც ინდოეთის მმართველ „ბჰარატია ჯანატას პარტიას“ წარმოადგენენ, ასევე ღიად ესხმიან თავს ჟურნალისტებს და მათ აღწერისას ხმარობენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „პრესტიტუტი“ (პრესისა და პროსტიტუტის ნარევი).

 


გაური ლანკეში, რომელიც ყოველკვირეულ გაზეთს რედაქტორობდა, ცნობილი იყო, როგორც უშიშარი და გულახდილი ჟურნალისტი. იგი მემარჯვენე ფრთის და ინდუსი ნაციონალსტების, მათ შორის „ბჰარატია ჯანატას პარტიის“ წევრების კრიტიკით გამოირჩეოდა.

 

 

 


იგი „The Times of India“-ში მუშაობდა და მოგვიანებით, მის ძმასთან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებელ გაზეთს, Lankesh Patrike ხელმძღვანელობდა. გაზეთი მისი მამის, პი ლანკეშის, მემარცხენე ფრთის პოეტის და მწერლის მიერ იყო დაფუძნებული.

 


მისი ძმისგან განცალკევების შემდეგ, მან თავისი საკუთარი გაზეთი „Gauri Lankesh Patrike“-ი დააფუძნა.

 


ცნობილი კინორეჟისორი კავიტა ლანკეში მისი და იყო.

 


პოლიციის ცნობით, ქალბატონი ლანკეში მისი ავტომანქანით სახლში სამშაბათს, გვიან ღამით დაბრუნდა და ჭიშკრის გაღებისას შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველების განცხადებით, მას თავდამსხმელები უთვალთვალებდნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი