„Agile Spirit 2017” სწავლების ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო
06-09-2017, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და „Agile Spirit 2017" სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლკოვნიკმა სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემის ბრიფინგი მოისმინა და შტაბისგან სწავლების დეტალების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო.

 


სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქ. ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მასში 7 ქვეყნის 185 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.

 


სწავლების საკითხები სიღრმითი ოპერაციების ჩატარებას, ქვედანაყოფების განთავსებას და გაძლიერებას, პირდაპირ შეღწევას და ჩანაცვლებას, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე თავდაცვით, შეტევით და სტაბილურობის ოპერაციებს მოიცავს.

 


„Agile Spirit 2017"-ის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, შემდგომში საშუალება ექნებათ NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ერთად დაგეგმონ და აღასრულონ.

 


„სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ გამოცდილებას სტაბილურობის, შეტევით/თავდაცვით ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სტრუქტურას, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარჩვევებს.

 


მრავალეროვნულ სწავლება „Agile Spirit 2017"-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ.

 


წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. „Agile Spirit 2017“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს.

 


სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

 

 

სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს დასრულდება", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი