ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა
06-09-2017, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია", აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

 


ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 51% (5098091), რუსეთი - 94% (28493063), უკრაინა - 42%(4334970), პოლონეთი - 19% (1622872), ლატვია - 25% (963266), ბელარუსი - 35% (904070), აშშ - 67% (286496), გერმანია - 39% (256672), ისრაელი - 232% (139994), საფრანგეთი - 378% (95530), აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა.

 

 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.

 

 

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული" – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი" – 2 478 937, „წინანდალი" – 1 959 406, „ახაშენი" – 861 185, „ხვანჭკარა" – 451 034, „ტვიში" – 172 358, „ნაფარეული" – 121 986 და ა.შ.

 

 

ამასთან, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ს აღწევს.

 


საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს მიაღწია.

 


მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა", აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი