საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.00%-ზე ტოვებს
06-09-2017, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.00 პროცენტზე ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

 


ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, სტაბილურია ინფლაციური მოლოდინებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

 


საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები. იზრდება ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტის მოცულობა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.4 პროცენტია. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის.

 


აღსანიშნავია ასევე ლარიზაციის ზრდის ტენდენცია ფინანსურ სექტორში. მიმდინარე წლის განმავლობაში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებით არის განპირობებული. ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება ლარით მოზიდული დეპოზიტებიც. ლარიზაციის ზრდა ამცირებს სავალუტო მერყეობის გავლენას განკარგვად შემოსავალზე და ხელს უწყობს საშუალოვადიან პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საშუალებებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება", აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი