თბილისში წყლის ტარიფები გადაიხედება და გამრიცხველიანება დაიწყება
23-04-2015, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


წყლის ტარიფები თბილისში გადაიხედება. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიგა მანდარიას განცხადებით, ეს პროცესი თბილისში ორ თვეში დასრულდება. მისი თქმით, GWP-მ სემეკს 4 თვის წინათ მიმართა, ხოლო სემეკმა გადაწყვეტილება მიმართვიდან  6 თვის ვადაში უნდა მიიღოს.


მისივე თქმით, აღნიშნული მიმართვის საფუძველი ხელშეკრულებაა, რომელიც GWP-სთან არის გაფორმებული. ეს ხელშეკრულება კომპანიას $220 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას ავალდებულებს, რომელსაც ეტაპობრივად, ქსელის რეაბილიტავიისთვის და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიმართულებით ახორციელებს.


რაც შეეხება განრიცხველიანებას, მისივე თქმით 1 იანვრიდან კომპანია გამრიცხველიანების ტარიფს თავად იხდის, ანუ მომხმარებელს არ უწევს არაფრის გადახდა. აქამდე კი, მომხმარებელს წყლის მრიცხველის დაყენება 100 ლარამდე უჯდებოდა.


მანდარიას ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე თბილისში 400 ათასი აბონენტია, თუმცა ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 600 ათასი მრიცხველი უნდა დაიდგას. ამ მიმართულებით კომპანიამ 60 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.


რაც შეეხება რეგიონებს, წყალმომარაგების კომპანიას მსგავსი განაცხადი შეტანილი არ აქვს. რეგიონებში მოქმედებს სუბსიდირებული ტარიფი, ამასთან კომპანია ცდილობს განახორციელოს ინვესტიციები ქსელის რეაბილიტაციის მიმართულებით, რათა ქსელში დანაკარგები შემცირდეს და კომპანიას დანახარჯები შეუმცირდეს.


ხოლო ბათუმს რაც შეეხება, იქ წყალმომარაგებას ბათუმის საკუთრებაში არსებული კომპანია ახსენს. კონპანიას  KfW-ს მიერ გამოყოფილი სესხი აქვს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქის გამრიცხველიანება და წყალმომარაგება. ასევე, საკანალიზაციო არხი ზღვაში სამი კილომეტრის დაშორებით გაიტანა, რათა სანაპირო ზოლი არ დაბინძურებულიყო.


მანდარიას ინფორმაციითვე, მიმდინარეობს წყლის ტარიფების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. ახალი მეთოდოლოგიით ტარიფები კი ყოველწლიურად გადაიხედება და სავარაუდოდ განხორციელენული ინვესტიციებიდან გამომდინარე დაკორექტირდება.


კომპანია აიღებს ვალდებულებას, გარკვეული ინვესტიციების განხორციელებაზე, რაც ინვესტიციის განხორციელებიდანვე აისახება ტარიფში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც სემეკი მოახდნეს მონიტორინგს, თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს მას საკუთარ ხარჯზე მოუწევს ტარიფის იმავე მოცულობით შემცირება, რა მოცულობითაც მას ინვესტიციების ადეკვატურად აესახა ტარიფში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი