გიორგი კვირიკაშვილი: EBRD ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მისი პრიორიტეტული მიზნების მიღწევაში
06-09-2017, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და ასევე სამომავლო პერსპექტივები, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

„მოგეხსენებათ, EBRD არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. საქართველოსა და EBRD-ის შორის თანამშრომლობა უკვე ითვლის 25-წლიან ისტორიას. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში. EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი.

 

 

ბანკის მიერ დაფინანსდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

 

უმნიშვნელოვანესია EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციები კერძო სექტორში.

 

 

ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა გამოიხატება იმაშიც, რომ EBRD ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მისი პრიორიტეტული მიზნების მიღწევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. ბანკის ახალი სტრატეგია ორიენტირებულია სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმის მხარდაჭერაზე.

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ EBRD აქტიურად ნერგავს ნოვატორულ პროდუქტებს საქართველოს ეკონომიკაში. ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს შორის ხაზგასასმელია EBRD-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისია. აღნიშნულმა ინიციატივამ სტიმული მისცა სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად.

 

 

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რამაც ასევე მისცა სტიმული სხვა ორგანიზაციებს. აღნიშნული პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის ზრდის მხარდასაჭერისა და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის.

 

 

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, EBRD-ის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გახლავთ.

 

 

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესის დაფინანსება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. ეს პროექტი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გახლავთ ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 110 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფა ლარში.

 

 

გარდა საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისა, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმების პროცესში.

 

 

მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ მმართველობითი რეფორმა, რომლის მიზანია ინკლუზიური მმართველობის პრინციპების დანერგვა, როდესაც მთავრობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას აწარმოებს. სწორედ ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო EBRD-ის მხარდაჭერა ინვესტორთა საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. საბჭოს ფორმატში, მთავრობა, ბიზნესსექტორთან ერთად, განიხილავს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სისტემურ საკითხებს.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დაფინანსებით და ასევე პირველი ასეთი პროექტი რეგიონში.

 

 

ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საფინანსო სექტორის განვითარება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერაა, რაც ასევე, ჩვენი რეფორმების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

 

EBRD-ის მხარდაჭერით შეიქმნა კერძო-საჯარო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩო, ე.წ PPP ჩარჩო-დოკუმენტი და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ერთობლივად განხორციელება.

 

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, EBRD გამოვიდა ინიციატივით, სხვა დონორებთან ერთად დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის კომპონენტში, რათა შეიქმნას კომერციული პალატების სისტემა და მოხდეს მოსამართლეების პროფესიული მომზადება კომერციული პალატების სისტემისათვის.

 

 

 

დარწმუნებული ვარ, უკვე მიღწეული წარმატებები მომავალი ეფექტური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება.

 

 

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სუმას, EBRD-ის გუნდს, ასევე - EBRD-ის ადგილობრივ ოფისს გაწეული სამუშაოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ამბიციური და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს საქართველოს განვითარებაში EBRD-თან ერთად", განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი