გიორგი მარგველაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს პროფესიონალიზმთან და პარტნიორთა მხარდაჭერასთან ერთად, ზურგს სიმართლის მხარეს დგომა უმაგრებს
07-09-2017, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

 


ფიცი თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84-მა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6-მა კურსდამთავრებულმა დადო.

 


კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბაკალავრიატის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა მიულოცეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო დაღუპულ გმირთა ხსნოვნას პატივი მიაგეს.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა სამშობლოს სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს.

 

 

„როდესაც იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, თქვენ აბსტრაქტულ ღირებულებებს არ იცავთ. თქვენ იცავთ ამ ადამიანებს, რომლებმაც თქვენში დაინახეს მტრისგან დამცველი. თქვენს ხარჯზე და თქვენს იმედზე აშენებენ მომავალ საქართველოს”, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო გუშინ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას.

 


ჩვენო თანამებრძოლებო, გუშინ ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა - მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის გაგების პირველივე წუთებიდან ჩვენ ვფიქრობთ მათ ჯანმრთელობაზე.

 


განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გუშინდელი და დღევანდელი დღე არის შეჯამება იმ ცხოვრებისა, რომელსაც გადის საქართველოს ჯარისკაცი და იმ ვალდებულებისა, რაც თქვენ ცოტა ხნის წინ აიღეთ ქართველი ხალხის წინაშე - დაიცვათ ჩვენი სამშობლო, დაიცვათ ჩვენი ინტერესები;

 


ამ მძიმე წუთებში, როდესაც ჩვენ განვიცდით ჩვენი თანამებრძოლთა ჯანმრთელობას, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ მათ გამოჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, ჩვენ ვუბრუნდებით ყველაზე მნიშვნელოვანს - რატომ ვდგავართ ჩვენ აქ და რატომ ვიღებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც აი ამ რთულ ვითარებაში ჩვენს მოღვაწეობას, ჩვენს შრომას და ჩვენს ჯანმრთელობას და საუბედუროდ, ხშირად სიცოცხლესაც მოითხოვს?

 


როგორც ოფიცრებს, თქვენ კარგად გესმით ის სრთული ვითარება, რომელშიც იმყოფება ჩვენი სამშობლო და ის გლობალური სირთულე, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას.

 

 

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალბათ არ გვეგონა, რომ ამდენი ცხელი წერტილი იქნებოდა მსოფლიოში და ამდენი გამოწვევა ექნებოდა კაცობრიობას, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამდენ სირთულეს, გამოწვევას, კიდევ უფრო კარგად უნდა გავიაზროთ და დავუბრუნდეთ იმ სიმართლეს, რომლის მხარესაც ჩვენ ვდგავართ.

 


თქვენ არა მხოლოდ თქვენი პროფესიონალიზმი, თანამებრძოლთა და პარტნიორთა მხარდაჭერა გიმაგრებთ ზურგს, არამედ ისიც, რომ თქვენ ხართ სიმართლის მხარეს.

 


ერთ მხარეს არის საქართველოს და მისი მეგობრები და მეორე მხარეს არიან ძალები, რომელთათვის მისაღებია სხვა ადამიანის ჩაგვრა, განადგურება, დამცირება, რომელთათვისაც მისაღებია გლობალური დესტაბილიზაცია.

 


ერთ მხარეს ხართ თქვენ, რომლებიც იცავთ ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას და მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორე დაიპყროს, მისი მოსახლეობა გაანადგუროს, დაჩაგროს და მიწასთან გაასწოროს.

 


ეს სიმართლე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც თქვენ გაქვთ. ამ სიმართლით ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა იმ წერტილში, სადაც საქართველომ ძალიან ამაყად აღმართა თავისი დროშა.

 


მადლობა იმ არჩევანისთვის, რომელიც თქვენ გააკეთეთ. მადლობა იმისთვის, რომ გადაწყვიტეთ ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს ყველაზე რთულ სფეროში. ღმერთი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და საქართველოს!

 


კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!” განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიას პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან და საპარლამენტო მდივანთან ერთად ანა დოლიძესთან ერთად ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი