ვლადიმერ პუტინი: კორეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, განსაკუთრებით კი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, არ იქნება
07-09-2017, 22:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამოხატა იმედი, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, განსაკუთრებით კი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, არ იქნება.

 


ყველა ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს ეყოფა პასუხისმგებლობა და ჯანსაღი აზრი და „ჩვენ შევძლებთ გადავწყვიტოთ პრობლემა დიპლომატიური საშუალებებით“, განაცხადა პუტინმა. მან გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს პრაქტიკულად ყველა მხარემ მოახერხა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმება: „მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლითაც ჩრდილოეთ კორეამ თავის თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა შეემცირებინა ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. ხოლო პროცესის ყველა სხვა მონაწილემ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა ამას. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, ვიღაცამ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისაგან მოითხოვა ის, რასაც იგი არ შეპირებულა“, აღნიშნა პუტინმა, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

 


ამ განცხადების გაკეთებამდე რუსეთის პრეზიდენტს ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა სამხრეთ კორეის და იპონიის ლიდერებთან.

 


როგორც „ფრანს პრესი“ წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა შეეცადნენ დაერწმუნებინათ რუსეთი ფხენიანისთვის სანქციების დაწესების აუცილბელობაში, რაც მის ბოლო ბირთვულ გამოცდას უკავშირდება.

 


შეერთებულმა შტატებმა კი გაეროს მოსთხოვა ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობზე ემბარგო დაეწესებინათ, რათა კიმ ჩენ ინი იძულებული გაეხადათ დაესრულებინა ეს სახიფათო ბირთვული გამოცდები.

 


„საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩრდილოეთ კორეის მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოსაქცევად“, განაცხადა აბემ ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც პუტინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ძე-ინი ესწრებოდნენ.

 


„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩრდილოეთ კორეა დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და შეწყვიტოს ყველანაირი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა“, მოითხოვა აბემ.

 


ეს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის მიერ კვირას, 3 სექტემბერს განხორციელებულმა წარმატებულმა წყალბადის ბომბის გამოცდამ განაპირობა, რაც წელს მეექვსე ბირთვული გამოცდაა უკვე.

 


სამხრეთ კორეა უფრო მძიმე სასჯელს ითხოვს ფხენიანისთვის. პრეზიდენტმა მუნმა განაცხადა, რომ „შესაძლოა უფრო მკაცრი სანქციების დრო მოვიდა“.

 


ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ, ჩინეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებას.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩინეთი თანხმდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გარკვეული ზომების მიღებას ფხენიანის წინააღმდეგ“.

 


„ჩვენ გვჯერა, რომ სანქციების დაწესება და ფხენიანის წნეხის ქვეშ მოქცევა გასაკეთებელი საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი მოლაპარაკებას და შეთანხმებას წარმოადგენს“, განაცხადა ვანგმა.

 


პუტინმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ფხენიანის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვები არ იმოქმედებს. მანვე დაამატა, რომ პრობლემას მხოლოდ მოლაპარაკება გადაჭრის.

 


„მათი შეშინება შეუძლებელია“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში.

 


მას შემდეგ, რაც პუტინმა და აბემ საუბარი დაასრულეს, გამოჩნდა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს დაუახლოვდნენ.

 


აბემ განაცხადა, რომ გაეროსთან ითანამშრომლებდა და პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ პოლიტიკისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდებოდა.

 


ნიკი ჰალიმ, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 11 სექტემბერს ახალი სანქციის დაწესებისთვის ხმებს შეაგროვებს.

 


ამავდროულად, გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. გაეროს თქმით, ეს ნაბიჯი ფხენიანის დასასჯელად გადაიდგა.

 


ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ფედერიკა მოგერინიმ ტალინში გაეროს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდერისას კი განაცხადა: „მე მინისტრებს დავავალებ გაეროს ავტონომიური სანქციების გაზრდას“.

 


მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ ასეთი მოქმედებებისა, ჩრდილოეთ კორეისგან მხოლოდ ერთადერთი გზავნილი მოდის - სასტიკი დაუმორჩილებლობა.

 


ჩრდილოეთ კორეაში მეცნიერებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წყალბადის ბომბის გამოცდაში, უდიდესი ზეიმი გაიმართა, რასაც ფოიერვერკები და დიდი თავყრილობა მოჰყვა.

 


მოქალაქეებმა ქალაქი საზეიმოდ მორთეს და ავტობუსით მომავალ სპეციალისტებს ყიჟინით შეხვდნენ და კიმ ჩენ ირის მოედნისკენ მიმავალ გზაზე კანფეტებს უყრიდნენ.

 


როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ფხენიანის ბოლო გამოცდის შემდეგ სამხრეთ კორეამ ნება დართო შეერთებულ შტატებს დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა დაეყენებინა მათ ტერიტორიაზე, თუმცა, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო სატვირთოებს THAAD-ის სისტემის ოთხი სატყორცნი დანადგარი გადაჰქონდა, მათ სეონგიუს სამხრეთ ოლქის გოლფის კორტებთან აქტივისტების ბლოკადა დახვდათ.

 


დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგასთან, ქსი ძინპინგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება მისი „პირველი არჩევანი“ არ ყოფილა. ჩინეთის ლიდერმა კი ტრამპს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა მოლაპარაკებების და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი