საფრანგეთში ხელოსნის დახმარებით ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს, რომელთაც „ბანკების აფეთქება უნდოდათ“
08-09-2017, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ კოლომბმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელოსანმა სრულიად შემთხვევით ტერორისტების გეგმა გამოამჟღავნა, რომელიც ტერორისტული გზებით ბანკების აფეთქებას ითვალისწინებდა.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიცია სამხრეთ საფრანგეთში, ვილეჯუიფში გამოიძახეს, სადაც 100 გრამი TATP-ის ტიპის ასაფეთქებელი და ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს.

 


დაკავებულია სამი ადამიანი.

 


შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობას უარყოფენ, მაგრამ დაადასტურეს, რომ ისინი სირიაში მყოფებთან სატელეფონო კონტაქტში იმყოფებოდნენ.

 


მინისტრმა FranceInfo TV-ს განუცხადა: „მათ ამ ბომბებით ბანკების აფეთქება სურდათ, ჩვენ ვხედავთ მათ კავშირს ტერორისტებთან, ამიტომაც ამ მიმართულებით უფრო ღრმად უნდა გამოვიძიოთ საქმე“.

 


TATP (ტრიაცეტონის ტრიპეროქსიდი) ფართოდ გამოიყენება ჯიჰადისტების მიერ, რადგან მისი წარმოება საკმაოდ ადვილია.

 


კოლომბმა დაამატა, რომ ეჭვმიტანილების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება ბანკში საცავის კარების ასაფეთქებლად იქნებოდა გამოყენებული.

 


განგაში საცხოვრებელ კორპუსში მომუშავე ზეინკალმა მამაკაცმა ატეხა. როდესაც მან ფანჯარაში საეჭვო ნივთები შენიშნა, პოლიციას დაუკავშირდა, რომლებმაც გაზის ბალონები, ქიმიური ნივთიერებებით სავსე ბოთლები და ელექტროსადენები იპოვეს.

 


ეჭვმიტანილთაგან ორი, 36 და 47 წლის ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის მამაკაცი, მალევე დააკავეს მეზობელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, მესამე ეჭვმიტანილი კი ღამით აიყვანეს. დაკავებულები საფრანგეთში ცხოვრობდნენ, თუმცა მთავრობა მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

 


საფრანგეთმა არაერთი ტერორისტული დარტყმა მიიღო გასულ წლებში. 2015 წლის თავდასხმისას, ჯიჰადისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება TATP-ი გამოიყენეს.

 


თუკი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს დავუბრუნდებით, ტერაქტის წინა დღეს პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი ბარსელონას ახლომდებარე პატარა ქალაქში, ჯიჰადისტების საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა, სადაც გაზის ბალონები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა. კატალონიის პოლიცია დარწმუნებულია, რომ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჯიჰადისტები ესპანეთში უფრო ფართომასაშტაბიანი ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა მათი გეგმები სახლში მომხდარმა აფეთქებამ ჩაშალა.

 


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ბოლო შემთხვევის ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირის არსებობაზე ვარაუდების გამოთქმისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იყო.

 


მიუხედავად ამისა, გამომძიებლებმა იციან, რომ ბარსელონას თავდასხმის წინა დღეებში თავდამსხმელი იოუნეს აბოუყაქოუბი და მასთან ერთად ერთი ან ორი ჯიჰადისტი საფრანგეთში იმყოფებოდნენ და მათი „ა-3 აუდის“ ტიპის ავტომანქანა 12 აგვისტოს პარიზის სამხრეთში სიჩქარის კამერებმა დააფიქსირეს.

 


ისინი მალაკოფის მიმდებარე სასტუმროში გაჩერდნენ, რომელიც ვილეჯუიფისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მინისტრმა განაცხადა, რომ მათი საფრანგეთში ვიზიტისას ჯიჰადისტები პარიზში ეიფელის კოშკს ორჯერ სტუმრობდნენ, სანამ ესპანეთში გაემგზავრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი