აზიის ქვეყნებში „ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა
08-09-2017, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.

 

 

ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ქართული ღვინის ფესტივალს“ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით.

 

 

„ჰონგ-კონგში ხალხს გაგებული აქვს ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მწარმოებლებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლების აქ ყოფნა ბაზარზე წარმატების მოპოვების საწინდარია. ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აგემოვნებენ ღვინოს და კომპეტენციას იღებენ მის მხარდასაჭერად. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, ჩემი აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს. მოუთმენლად ველოდები სიახლეებს ჩინეთში ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით” აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

 

„დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, სადაც მოხდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლა. ამით, ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნილებები, რაც საშუალებას იძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციისთვის“ აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

 

 

სინგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე დებრა მეიბურგის მიერ წარდგენილი იყო 10 ქართული ღვინო და მისი შეხამება 5 ადგილობრივ საკვებთან, შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართულ ღონისძიებაზე დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი