ორფოლოს პოლიგონზე „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს
09-09-2017, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

 


თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ.

 

 

„1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსცირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.

 


წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები.

 


„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

 


სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი