ლევან დავითაშვილი: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მაქსიმალურად დაფასდეს მევენახეების შრომა
09-09-2017, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

 

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

მინისტრის შეფასებით, რთველი 2017 ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს.

 


„კახეთის რეგიონში უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, თუმცა რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში ახლა შედის. წელს მევენახეობის მიმართულებით განსაკუთრებით კარგი კონიუქტურა გვაქვს, რეკორდულად მაღალია ღვინის ექსპორტის მონაცემები. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მაქსიმალურად დაფასდეს მევენახეების შრომა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რთველს ძალიან წარმატებით ჩავატარებთ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის, რაც ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გატარებული რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა“ აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 


კახეთის გუბერნატორის განცხადებით, რთველის ორგანიზების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 


„საინტერესოა და მთავარია ის, რომ რთველი პირველად ტარდება სუბსიდიის გარეშე და ჩამბარებელი მეღვინე ზუსტად იმ ფასს უხდის მევენახეს, რაც არის რეალურად პროდუქციის საბაზრო ღირებულება. მე ვფიქრობ, რომ მეღვინეებსა და მევენახეებს, ასევე სახელმწიფოს შორის, რომელიც არის დარგში პოლიტიკის გამტარებელი, ეს კონსენსუსი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო 2017 წლის რთველისთვის, არამედ ზოგადად დარგის ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივისთვის“ აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 


„9 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13,2 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 4,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 6,5 ათას ტონამდე საფერავი, 750 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 11,6 მლნ ლარია მიღებული.

 


ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 115 ღვინის კომპანია.

 


ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 54 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,1 ათას ტონას მიაღწია.

 


გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 5,3 ათასი ტონა, თელავი - 2,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 2,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,2 ათასი ტონა, გურჯაანი - 997 ტონა, ახმეტა - 504 ტონა, ლაგოდეხი - 154 ტონა და საგარეჯო - 132 ტონა.

 


დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

 


მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ", აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი