აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში, უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
09-09-2017, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 


საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იყვნენ, ხოლო აშშ-ის მხარეს სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კუპერი წარმოადგენდნენ.

 


თავდცვის უწყების ცნობით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ გაწეული კოორდინირებული ქმედებები, რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერა. მხარეებმა საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან ბრძოლაში აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

 


ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებს თავდაცვის სფეროში ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა გააცნო.

 


ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმები წარმატებით ხორციელდება და ქართულ მხარეს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, პარტნიორებმა მომავალში მყარი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი