ალექსანდრე ჯეჯელავა: თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად
09-09-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.

 

 

„უმთავრესი სიახლე, ის არის, რომ უფრო მეტად მოტივირებული მასწავლებელი ეყოლებათ, უფრო მეტი მასწავლებელი ზრუნავს თავისი კომპეტენციის ამაღლებაზე. წელს, გამოცდებზე დარეგისტირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 2-3-ჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასთან, 11 000-ზე მეტი, დაბალკონტიგენტიანი სკოლების ბანაკში ნამყოფი ბავშვი დაუბრუნდება სკოლას და ეს მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლეები იქნება სკოლის ბუფეტებშიც - მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები ბავშვებს აღარ დახვდებათ. ასევე ყველა სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სპორტული აქტივობები, მარტო ფიზკულტურის გაკვეთილებს არ ვგულისხმობ. ამ გაკვეთილების გარეშეც ბევრი საინტერესო ინიციატივაა, ერთ-ერთი არის - თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად", განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი